Heilübungen

"თერაპიის სახლში" სამკურნალო ვარჯიშები ხორციელდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და ზრდასრულ პაციენტებთან, როგორც სტაციონალურად და ამბულატორიულად ასევე ბინაზე გამოძახებით.

სამკურნალო ვარჯიშები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორებიცაა: ბრყელტერფიანობა და მის მიერ გამოწვეული შემდგომი ასიმეტრიები; ხერხემლის გამრუდებები: სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;  საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები და ა. შ.

მათი საშუალებით ხდება ზურგისა და თავის ტვინის ტრამვული და პოსტტრამვული რეაბილიტაცია, კუნთური დაძაბულობის მოხსნა და მოდუნებული კუნთების გააქტიურება და ა. შ.

ისინი ასევე მიზანშეწინილია პროფილაქტიკური თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჰარმონიულ განვითარებას.

სამკურნალო ფიზკულტურა გულისხმობს ასევე საწოლსა და სავარძელს მიჯაჭვული პაციენტებს გახდნენ მობილურები,  ასევე სპეციალური მეთოდებით მათ უსაფრთხო ტრანსფერებს (საწოლიდან სკამზე, სკამიდან აბაზანაში და ა. შ.). ასეთი ღონისძიებები ეხმარება პაციენტებს თავიდან აიცილონ ჯდომით და წოლით გამოწვეული დამატებითი პრობლემები და გახდნენ მაქსიმალურად დამოუკიდებლები.