Kunsttherapie

მედიცინას, კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ხელოვნების სხვადასხვა ფორმათა სამკურნალოდ გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. ანტიკურ საბერძნეთში ავადმყოფის მკურნალობისას იყენებდნენ როგორც პლასტიკურ, ასევე პოეტურ და მუსიკალურ ელემენტებს.

დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოშიც, ხელოვნებითი თერაპია წარმატებით გამოიყენება როგორც ანთრიპოსოფიულ, ასევე კლასიკურ მედიცინაში. ამ მეთოდით "თერაპიის სახლში" მკურნალობენ მწვავე და ქრონიკული დაავადებისას და პროფილაკტიკის მიზნით.

ხელოვნებითი თერაპია (პლასტიკური ხელოვნება, ხატვის ხელოვნება, მუსიკალური ხელოვნება, პოეზია-მეტყველების ხელოვნება, მოძრაობის ხელოვნება ანუ ევრითმია) ეფუძნება ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ მედიცინას, რომელიც წარმოადგენს კლასიკური მედიცინის გაფართოებას. მას საფუძვლად უდევს ხელოვნების განსხვავებული გაგება. კერძოდ იგი ემყარება ნათესაობას ადამიანის არსებობასა და ხელოვნების არსს შორის. შესაბამისად, შემოქმედებითი საქმიანობა შეიძლება იმგვარად წარიმართოს, რომ ყურადღება მიექცეს არა შედეგს, არამედ თავად შემოქმედებით პროცესსა და მის ზემოქმედებას პაციენტზე.

ხელოვნებითი თერაპიის დროს პაციენტი, თერაპევტთან ერთად, აქტიურადაა ჩართული დაავადების დაძლევის პროცესში.

ხელოვნებითი თერაპიის ზემოქმედების შედეგად ხდება თვითგანკურნების ძალების გაძლიერება (რეგენერაცია, თვითგანვითარება, გარდაქმნა), საკუთარი თავის ღირსების შეგრძნება "მე" -ს ძალების გააქტიურება.

ხელოვნებით თერაპიაში ხატვა და პლასტიკური ფორმირება (ძერწვა) ინიშნება ფსიქო-სომატური და ფსიქიკური დაავადებების, ქრონიკული ანთებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ენდოკრინუი დარღვევების დროს.

თერაპიის მიმდინარეობა

ხელოვნებით თერაპიას ნიშნავს ექიმი და წარიმართება ხელოვნებითი თერაპევტის მიერ პაციენტთან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ცალკეული პაციენტის გათვალისწინებით.

ხელოვნებით თერაპიაში ხატვის დროს გამოიყენება შემდეგი მასალები: ქაღალდი, ფუნჯი, ხშირ შემთხვევაში აკვარელი და სხვა საღებავებიც, აგრეთვე გამოიყენება ნახშირი, ფანქარი, პასტელი და ცარცი.

ძერწვის დროს (პლასტიკური ფორმირება) გამოიყენება: თიხა, ფერადი ცვილი, ხე, ქვა და სხვა.

თერაპიული მუშაობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 10-15 წუთი, მაქსიმუმ 45-60 წუთი. მკურნალობის ერთი კურსი შეიძლება მოიცავდეს 10-15 ან 21 თერაპიულ საათს და არ არის აუცილებელი პაციენტმა "იცოდეს" ხატვა ან ძერწვა.

თერაპიული სავარჯიშოები ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის დიაგნოზისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებით. ქრონიკულად დაავადებულ და განვითარება შეფერხებულ პაციენტთა შემთხვევაში მკურნალობის პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და კურსობრივად.

ხელოვნებითი თერაპია შეიძლება ჩატარდეს: ამბულატორიაში, კლინიკაში, სანატორიუმში, მოხუცებულთა სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში და ბინაზე.