Lympfdrainage und Kompressenverband

ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით. მისი მიზანია:

  • ლიმფურ სადინართა კედლის ტონუსის გააქტიურება
  • შეგუბებული ლიმფის ტრანსპორტირება ფიზიოლოგიური მიმართულებებით
  • რეგიონალური ლიმფური კვანძების უკმარისობის ან არარსებობის შემთხვევაში, ლიმფური სისტემის ანატომიური თავისებურებები იძლევა პროცესის ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით ნაწილობრივი გადაწყობის შესაძლებლობას.

ლიმფის მანუალური დრენაჟის წარმატებულ პროცედურებს აუცილებლად მოსდევს კომპრესიული გადახვევა სპეციალური ელასტიური ბინტებით ან მორგებული კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა. კომპრესიული თერაპია ლიმფის მანუალური დრენაჟის მეშვეობით მიღებული შედეგის შემანარჩუნებელია.

ლიმფის მანუალური დრენაჟის და კომპრესიული გადახვევის მეშვეობით ხდება, პირველ რიგში, სხვადასხვა წარმოშობის ლიმფედემის მკურნალობა.

ამ ორი თერაპიული მეთოდის გარდა შეგუბების საწინააღმდეგო კომპლექსური მკურნალობა მოიცავს:

  • მოძრაობით თერაპიას (სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები)
  • კანის სწორ მოვლას

მკურნალობის შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიების კომპლექსი ხარისხობრივად გაცილებით მეტია, ვიდრე მათი უბრალო ჯამი.

თერაპიის სახლის ფიზიოთერაპიული განყოფილება გთავაზობთ ლიმფური შეგუბების მკურნალობას ამბულატორიისა და დღის სტაციონარის პირობებში შემდეგი დაავადებების დროს:

  • ლიმფედემა (პირველადი და მეორადი);
  • სპილოვნება (ლიპედემა);
  • ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობა;
  • ფლებო-ლიპო-ლიმფედემა;
  • ციკლურ-იდიოპათიური სინდრომი;
  • რევმატიული დაავადებები;
  • ტრავმული დაზიანების ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
  • სკლეროდერმია (დამხმარე მეთოდად)

მკურნალობა აუმჯობესებს:

  • ლიმფის და ქსოვილოვან სითხეთა მოძრაობას;
  • ლიმფურ სადინართა ანგიომოტორიკას;
  • ლიმფის დინების წუთ-მოცულობის გაზრდას;
  • ნაწიბუროვანი ქსოვილის გაშლა-დარბილებას.
  • ლიმფის მანუალური დრენაჟის უკუჩვენებებს წარმოადგენს:
  • მწვავე ანთებები (პათოგენური წარმოშობის);
  • მალიგნური პროცესები;
  • კარდიალური შეგუბებები;
  • ზოგიერთი კონკრეტული მანიპულაციისთვის შეიძლება იყოს ასაკი.

თერაპიის სახლი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ხდება ექიმის დანიშნულებით მკაცრი დიაგნოსტიცირების შემდგომ და მიმდინარებს მისივე ზედამხედველობის ქვეშ.

კომპრესიული გადახვევისთვის ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის გერმანული ფირმა "ლომან როშე"-ს მასალას.

საინტერესო შემთხვევა!

ჩვენ უკვე მოგახსენეთ, რომ ლიმფედემის მკურნალობის კომპლექსში ლიმფის მანუალურ დრენაჟთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კომპრესიულ თერაპიას (კომპეტენტურად შერჩეულ კომრესიულ ტრიკოტაჟს). ამის დასტურად გვინდა ერთი საინტერესო შემთხვევა წარმოგიდგინოთ.

პაციენტი - 26 წლის ქალი, შემოვიდა ჩვენთან 2008 წლის აპრილის თვეში I -დი (მემკვიდრული) ლიმფედემის დიაგნოზით. ჩაუტარდა კომპლექსური მკურნალობის კურსი - ლიმფის მანუალური დრენაჟი, სამკურნალო აბაზანები, სამკურნალო ევრითმიული ვარჯიშები და რა თქმა უნდა მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული როლი ეკავა კომპრესიულ თერაპიას.

როგორც სურათებიდან ჩანს მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა ფეხის გარშემოწერილობის მკვეთრი შემცირება, მაგალითად წვივის მიდამოში თუ თერაპიის დაწყებამდე გარშემოწერილობა იყო 77,5 სანტიმეტრი, თერაპიის შემდეგ იგი გახდა 39 სანტიმეტრი, შესაბამისად ბარძაყი მკურნალობის დაწყებამდე 80 სმ. და შემდეგ 50,5 სმ. და ა. შ. მკურნალობამდე მისი წონა იყო 104 კგ. პირველი-ინტენსიური კურსის (29.04.08 - 30.06.08) შემდეგ გახდა 75 კგ. ხოლო მეორე-შემანარჩუნებელი კურსის (20.10.08 - 22.12.08) დასრულებისას პაციენტი იწონიდა 62 კილოგრამს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და მისი წონა არის 58 კგ.

მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების რიტმს, გახდა ფიზიკურად აქტიური. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით იგი ყოველდღიურად ხმარობს მაღალი ხარისხის, მესამე კომპრესიის ტრიკოტაჟს.