Heileurythmie

სამკურნალო ევრითმია არის მოძრაობითი თერაპია, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაში.

სამკურნალო ევრითმია ორიენტირებულია სამეტყველო ბგერებზე. ხმოვნები და თანხმოვნები სრულდება კიდურებით ან მთელი სხეულით. ყოველი ბგერითი მოძრაობა ზემოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.

სამკურნალო ევრითმია მოქმედებს ცალკეულ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემების ფუნქციებზე გამაძლიერებლად და მაჰარმონიზირებლად, აღძრავენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებსა და თვითგანკურნების ძალებს. თერაპიული სავარჯიშოები იწვევენ ცნობიერ თვითაღქმას – პირველი ცვლილება შესაძლოა უშუალოდ ვარჯიშის დროს იქნეს განცდილი.

სამკურნალო ევრითმია ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ და წარიმართება მკურნალი ევრითმისტის მიერ ცალკეულ პაციენტთან, მისთვის ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით.

სამკურნალო ევრითმია სრულდება დგომით, ჯდომით ან წოლით მდგომარეობაში.

თერაპიის ხანგრძლივობაა 45 წუთი (შესვენების ჩათვლით). მკურნალობის კურსი მოიცავს 14-21 თერაპიას. ქრონიკული დაავადებების და ბავშვის განვითარების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მკურნალობის პროცესის უფრო ხანგრძლივად წარმართვა.

სამკურნალო ევრითმია გამოიყენება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის
  • საჭმლის მონელების სისტემის
  • შარდ–სასქესო სისტემის
  • საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის
  • ნერვული სისტემის
  • ფსიქოსომატური დაავადების დროს
  • ასევე ფსიქიატრიაში

"თერაპიის სახლში" მუშაობს მკურნალი ევრითმისტი ნინო ვაშაკიძე, რომელმაც საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიური განათლების და რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში 5 წლის განმავლობაში ნეიროფსიქოლოგად მუშაობის შემდეგ დაამთავრა გერმანიის ქ. ჰამბურგის აკადემიის ევრითმიის და სამკურნალო ევრითმიის სრული, ექვსწლიანი სასწავლო კურსი, აიღო საერთაშორისო დიპლომი და მიენიჭა მკურნალი ევრითმისტის წოდება. მას აქვს ხანგრძლივი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში. 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და საკვალიფიკაციო სემინარებში გერმანიასა და შვეიცარიაში.