სერვისები

21-ე საუკუნის მედიცინის მკურნალობის მეთოდი
ინტეგრაციული მედიცინა და მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომა

ქართულ-გერმანულ ინტეგრაციულ მედიცინის ცენტრში ‘თერაპიის სახლი’ პაციენტის მკურნალობა ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რაც გულისხმობს დაავადების კომპლექსური გზით მკურნალობას. ჰოლისტიკური მედიცინა პაციენტსმიიჩნევს ინდივიდუალურ, უნიკალურ პიროვნებად და მკურნალობის პროცესში ითვალისწინებს მის ფიზიოლოგიურ, ემოციურ და ფსიქიკურ ფაქტორებს. ინტეგრაციულ მედიცინას და ჰოლისტიკურ მიდგომას 21-ე საუკუნის მკურნალობის მეთოდად მიიჩნევენ და ის სულ უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ამის დასტური არის ჯერ კიდევ 2000 წელს Harvard-ის სამედიცინო სკოლის მიერ ჩამოყალიბებული ინტეგრაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდის შედეგების სამეცნიერო აღიარებასა და მის პოპულარიზაციაზე. 2013 წლიდან ინტეგრაციულ მედიცინასა და ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდზე სწრაფად მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა ამერიკის და ევროპის, როგორც წამყვან კლინიკებში (მაგ. Cleveland Clinic, Mayo Clinic, Johns Hopkins Medicine, Havelhohe, Gemeinschaftskrankenhaus-Herdecke და ა.შ.) ინტეგრაციული მედიცინის მიმართულებების განვითარება, ისე ცალკე არსებული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრების (მაგ. Osher Center for Integrative Medicine, UC San Diego და ა.შ.) ჩამოყალიბება. ასევე, აღიარებულია, რომ ინტეგრაციული მედიცინა და ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდი უალტერნატივოა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაგეგმავასა და ავადმყოფობის პრევენციის ეტაპზე. 

 

„თერაპიის სახლში“ ინტეგრაციული მედიცინის ჰოლისტიკური მიდგომა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინის ცოდნას. სამედიცინო ცენტრში მკურნალობა ხორციელდება გერმანიასა და შვეიცარიაში გადამზადებული ექიმების მიერ, რომელთაც გარდა კლასიკური სამედიცინო განათლებისა, აქვთ თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილება ანთროპოსოფიულ, ადამიანთმცოდნეობაზე დაყრდნობილ მედიცინაში. პრობლემის რეალური მიზეზების წვდომისთვის ადამიანი მოიაზრება, როგორც სასიცოცხლო პროცესების, გრძნობების და აზროვნების მქონე ფიზიკურ-სულიერი ინდივიდუალობა თავისი ბიოგრაფიით და მიკროსოციალური გარემოთი. “თერაპიის სახლში” ხორციელდება როგორც პირველადი დიაგნოსტიკა, ისე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში კი ხდება  პროცესში კოლეგა - სპეციალისტების ჩართვა. მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, თვითგანკურნების ძალების გააქტიურებისთვის, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს (Weleda, Wala, ადილგობრივი წარმოების პრეპარატები), ამავე მიზნისთვის  გამოიყენება მრავალფეროვანი უნიკალური სარეაბილიტაციო თერაპიები (ხელოვნებითი თერაპია, მოძრაობის თერაპია - ევრითმია, რიტმული მასაჟი, სამურნალო აბაზანები და სხვა გარეგანი საშუალებები). პაციენტი და მისი უახლესი გარემო აქტიურად არის ჩართული ჯანმრთელობის აღდგენის და შენარჩუნების პროცესში.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინას ჰოლისტიკური მიდგომის გამოყენების 100 წლიანი გამოცდილება აქვს. „თერაპიის სახლი” 1991 წლიდან, დაარსების დღიდან ეყრდნობა ამ მეთოდს და გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველი დამოკიდებულებით და გულწრფელი თანადგომით, როგორც დაავადების პრევენციის, ისე მკურნალობის პროცესში და აგრეთვე შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლისტიკური მკურნალობისას ექიმთან პირველადი კონსულტაციის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ხორციელდება ექიმის მიერ პაციენტის და მისი გარემოს სიღრმისეული, არა ზედაპირული შესწავლა და შესაბამისი პროფესიული კონსულტაცია. სწორედ ამ ეტაპზე, ექიმი პაციენტთან ურთიერთობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვეთს ბავშვობიდან მოყოლებულ ყველა იმ ძირითად ბიოგრაფიულ საკითხს, რაც დაკავშირებულია პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

 

ინტეგრირებული მიდგომა არის აზროვნების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთდაკავშირებული ერთობლიობა, რაც პაციენტისთვის ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობას ქმნის.