პედიატრია

იზრუნე შენს მომავალზე დღეს - აირჩიე უსაფრთხო პედიატრია

ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ პედიატრიული მომსახურეობის ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებისა და მისი მიკროსოციალური გარემოს სიღრმისეულ შესწავლას,  გულწრფელ თანაგრძნობას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. მკურნალობა ხდება ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული უსაფრთხო მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda -ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

 

ჰოლისტიკური პედიატრია გულისხმობს მკურნალობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებას, მკურნალობის ეფექტურ შედეგებს, მკურნალობის უსაფრთხო და შედარებით ხანმოკლე პერიოდს. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის (ბავშვის) როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. მკურნალობის დაგეგმვის  პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების კომპლექსის შეთავაზება, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), რიტმული მასაჟი, რომელიც ძირეულად განსხვავდება კლასიკური მასაჟისაგან, ხელოვნებით (Art) თერაპია და ა.შ.

 

მკურნალობის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის კონსტიტუციური ტიპის განსაზღვრას, მის ასაკობრივ ჯგუფსა და მიკროსოციალურ გარემოს. მათი ცოდნა შესაძლებლობას იძლევა განვსაზღვროთ ბავშვის მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესისათვის. ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, თუ როგორი პედაგოგიური მიმართება არსებობს ბავშვისადმი, აღზრდის რა მეთოდები გამოიყენება მის მიმართ და რომელი მეთოდია საჭირო. ყველაფერ ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სანდო, ყურადღებიანი ექიმისგან, რომლის მთავარი ფასეულობაა გულწრფელი თანადგომა.

 

დედებს და მამებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური რჩევები და პედიატრთან ერთად დაგეგმონ ბავშვის უსაფრთხო პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები, რადგან მშობლების ჩართულობას შვილის გაჯანსაღების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა დედებისთვის, რომლებისთვისაც ყველაფერი პირველადაა, ახალი და უცხოა, დავეხმარებით დაძლიოს ის შიში, რომელიც შესაძლებელი და გასაგებია, გაჩნდეს როგორც ბავშვის მოვლის, ასევე დაავადების აღმოცენების პროცესში. დედებს და მამებს ეძლევათ საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღონ მკურნალობის პროცესში.

 

,,თერაპიის სახლში“ ხორციელდება მკურნალობა როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს: 

  1. სასუნთქი სისტემის დაავადებები (ზედა საუნთქი გზების ინფექცია, ბრონქიტი, პნევმონია);
  2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები (პირის ღრუს დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, კოლიტი და ა.შ.)
  3. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;
  4. ენდროკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია, სქესობრივი მომწიფების პერიოდის დარღვევები);
  5. ალერგიული დაავადებები (პოლინოზი, ჭინჭრის ცხელება, ალერგიული ეტიოლოგიის სასუნთქი გზების პათოლოგია და ა.შ.);
  6. ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებები (ღამის ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები, ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა და ა.შ.);
  7. ახალშობილთა პატრონაჟი.

 

"თერაპიის სახლში" თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ მომსახურეობას (მოსმენა, ზრუნვა, თვენი აზრის გათვალისინება) და ბუნებრივ ნედლეულზე დაზადებული მედიკამენტებით უსაფრთხო მოვლასა და მკურნალობას ეფექტური შედეგით. თქვენ შეგიძლიათ უწყვეტი კონტაქტი გქონდთ პედიატრთან, როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელით და თქვენთვის გამოუვალ მდგომარეობაში მიიღოთ რჩევა.

 

იზრუნე შენი ბავშვის ჯანმრთელობაზე, აირჩიე პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა!