ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ გინეკოლოგიურ მომსახურეობას. ინტეგრაციული მედიცინა აერთიანებს დამხმარე და ალტერნატიული მედიცინის რწმუნებულობაზე დაფუძნებულ სასარგებლო პრაქტიკას კლასიკურ მედიცინასთან.
"თერაპიის სახლში" ექიმთან კონსულტაციისას ხორციელდება ჰოლისტიკური მიდგომა, რაც გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალობისა და მისი გარემოს სიღმისეულ შესწავლას, გულწრფელ თანადგომას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის, როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. სანდო და ყურადღებიანი ექიმი მოგექცევათ გულისხმიერად, თანადგომით და რაც მთავარია კარგად მოგისმენთ. ჰოლისტიკური მიდგომა, ასევე გულისხმობს, მკურნალობის პროცესში ბუნებრივ მედიკამენტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებასა და მკურნალობის ეფექტურ შედეგებს.
მკურნალობის პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების დანიშვნა, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), ხელოვნებით (Art) თერაპია, რიტმული მასაჟი და ა.შ. მკურნალობა უპირატესად ხდება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda-ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია, უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ აქვს.
"თერაპიის სახლში" დიდი ყურადღება ეთმობა ორსულთა პატრონაჟს. ავადმყოფობის შემთხვევაში, რომელიც ხშირად თავს იჩენს ხოლმე ორსულობისას, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, სისხლძარღოვანი (ვენური) პრობლემები, ვირუსული ინფექცია, ალერგია, სასუნთქი გზების დაავადებები, ნევროზული მდგომარეობები, ორსულებს სჭირდებათ უსაფრთხო მედიკამენტოზური ჩარევა და მოვლა.
მომავალი დედები არ არიან ორიენტირებული მომენტალურ შედეგზე, რადგან მათთვის პრიორიტეტულია ის რომ მათი ბავშვი იყოს უსაფრთხოდ. მეან-გინეკოლოგი, რომლის მთავარი ფასეულობაა გულწრფელი თანადგომა, შემოგთავაზებთ სწორედ რომ, მომავალზე ორიენტირებულ, თქვენთვის და თქვენი მომავალი ბავშვისთვის უსაფრთხო მოვლასა და მკურნალობას.
"თერაპიის სახლის" გინეკოლოგიური სამსახური გთავაზობთ მკურნალობას შემდეგი დაავადებების დროს:
- ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ვულვიტი, ვაგინიტი);
- სოკოვანი კოლპიტი;
- ტრიქომანადური კოლპიტი;
- ქლამიდიოზი;
- საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ. ანთებითი დაავადებები (გამწვავება);
- დისმენორეა (არამენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები - განსაკუთრებით პუბერტეტის პერიოდში, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან და სხვა);
- გენეტიკური ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა;
- უშვილობა (პირველადი, მეორადი)
- ორსულთა პატრონაჟი;
- ორსულთა ანემია (მსუბუქი ფორმის);
- კონტრაცეფციის სახის შერჩევა;
- სპირალის ჩადგმა, სპირალის ამოღება.