ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ ნევროლოგიურ მომსახურეობას. ინტეგრაციული მედიცინა აერთიანებს დამხმარე და ალტერნატიული მედიცინის რწმუნებულობაზე დაფუძნებულ სასარგებლო პრაქტიკას კლასიკურ მედიცინასთან.
"თერაპიის სახლში" ექიმთან კონსულტაციისას ხორციელდება ჰოლისტიკური მიდგომა,რაც გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალობისა და მისი გარემოს სიღმისეულ შესწავლას, გულწრფელ თანადგომას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის, როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. სანდო და ყურადღებიანი ექიმი მოგექცევათ გულისხმიერად, თანადგომით და რაც მთავარია კარგად მოგისმენთ. ჰოლისტიკური მიდგომა, ასევე გულისხმობს, მკურნალობის პროცესში ბუნებრივ მედიკამენტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებასა და მკურნალობის ეფექტურ შედეგებს.
მკურნალობის პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების დანიშვნა, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), ხელოვნებით (Art) თერაპია, რიტმული მასაჟი რიტმული შეზელვა, სამკურნალო აბაზანები (ზეთის დისპერსიული, მკვებავი და სხვა.) სამკურნალო საფენები და სახვევები, ლიმფის მანუალური დრენაჟი, სამკურნალო ვარჯიშები. მკურნალობა უპირატესად ხდება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda-ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია, უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ აქვს.
"თერაპიის სახლის" ნევროლოგიური განყოფილების ძირითად კონტიგენტს წარმოადგენს ქრონიკულად მოავადე პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად საჭიროებენ მკურნალობა-რეაბილიტაციას. ჩვენი კლინიკის ნევროლოგიური სამსახური გთავაზობთ მკურნალობას შემდეგი დაავადებების დროს:
- ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
- ნევროზები;
- თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის და ტრავმის) შემდგომი პერიოდი
- პარკინსონის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- ხერხემლის დეფორმაციები;
- ოსტეოქონდროზი;
- ქვემო კიდურთა სისხლძარღვების ვარიკოზული დაავადება;
- პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზი;
- ვეგეტო-სოსხლძარღვოვანი დისტონია;
- სხვადასხვა ფსიქო-სომატური დაავადებები;