სერვისები
სერვისები

სერვისები (9)

13 ნოემბერი 2015

შინ მოვლა

Written by

კვალიფიციური საექთნო მომსახურება ბინაზე საექთნო მომსახურების განყოფილება გთავაზობთ კვალიფიციურ საექთნო მოვლასა და სამედიცინო დახმარებას, რომლის მიზანია, ეფექტურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხანდაზმულობის, ინვალიდობისა თუ ავადმყოფობის გამო შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. თანადგომა გაუწიოს და იზრუნოს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე სახლის პირობებში. მათთვის ჩვეულ გარემოში დაიცვას ისინი მოსალოდნელი თანმხლები დაავადებებისა და გართულებებისგან.

ვემსახურებით:

  • ყველა ასაკის მწვავე და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს;
  • ხანდაზმულებს;
  • მძიმე ავადმყოფებს;
  • უნარშეზღუდულებს (ინვალიდებს);
  • განვითარება შეფერხებულ ბავშვებს;
  • რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ადამიანებს (ინსულტის, სხვადასხვა მოტეხილობის, ოპერაციის შემდგომი პერიოდისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში).

ღონისძიებები, რომელთაც საექთნო საქმე მოიცავს:

  • ჰიგიენური მოვლა
  • საწოლის მოწესრუგება;
  • სხეულის დაბანა;
  • კანის მოვლა;
  • ჩაცმაში დამარება;
  • საკვების მიღებაში დახმარება;
  • წოლითი მდგომარეობების შერჩევა.

სამედიცინო მოვლა

  • სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი  (სუნთქვა, პულსი, წნევა, ტემპერატურა, ცნობიერების მდგომარეობა);
  • სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით (ინექციები, ჭრილობის მოვლა, კუჭის ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ოყნა, სტომის მოვლა);
  • სარეაბილიტაციო ღონისძიებები: მასაჟი, სამკურნალო ვარჯიშები;
  • გარეგანი თერაპიული ზემოქმედებები: მცენარეული ზეთების და მალამოების შეზელვა, საფენები, სახვევები, სამკურანლო აბაზანები.

პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორებიცაა:

  • ნაწოლები
  • შეგუბებითი პნევმონია (ფილტვების ანთება)
  • კონტრაქტურა (სახსრების ჩაკეტვა)
  • თრომბოზი
  • სოკოვანი დაავადებები
  • კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მომვლელი და ახლობელი ადამიანებისათვის მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება.

საექთნო მომსახურების გარდა, გთავაზობთ:

  • ექიმის კონსულტაციას;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • ექოსკოპიას.

მუშაობის პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალილფიციური გუნდი: ექიმის, ექთნის და რეაბილიტოლოგის შემადგენლობით.

პირველ ვიზიტზე პაციენტთან მიდის კოორდინატორი ექთანი, იგეგმება მოვლითი ღონისძიებები, რომელსაც ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ანხორციელებს შესაბამისი მომვლელი ექთანი ან რეაბილიტოლოგი.

თანამშრომლები სტაჟირებისათვის იგზავნებიან გერმანიის საავადმყოფოებსა და შინმოვლის სამსახურებში, სადაც ეცნობიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას ამ სფეროში და ცდილობენ ჩვენს ქვეყანაშიც განავითარონ ეს სერვისი.

 

13 ნოემბერი 2015

დღის სტაციონარი

Written by

"თერაპიის სახლთან" არსებული დღის სტაციონარი გთავაზობთ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაციას შემდეგი დაავადებების დროს:

 

  • თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის და ტრავმის) შემდგომი პერიოდი;
  • ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ბრონქული ასთმა;
  • ღამის ენურეზი;
  • ხერხემლის დეფორმაციები და ოსტეოქონდროზი;
  • ქვემო კიდურთა სისხლძარღვების ვარიკოზული დაავადება;
  • პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზი;
  • ვეგეტო-სოსხლძარღვოვანი დისტონია;
  • ნევროზები;
  • სხვადასხვა ფსიქო-სომატური დაავადებები.

 

სამკურნალო ღონისძიებები მედიკამენტური მკურნალობის გარდა მოიცავს ევროპაში აღიარებულ დამხმარე თერაპიებს:  

 

  • ფიზიოთერაპია
  • სამკურნალო აბაზანები (ზეთის დისპერსიული, მკვებავი და სხვა)
  • რიტმული მასაჟი
  • რიტმული შეზელვა
  • სამკურნალო საფენები, სახვევები
  • ლიმფის მანუალური დრენაჟი
  • სამკურნალო ვარჯიშები

 

კლინიკური და ბიოქიმიური ექსპრეს-ლაბორატორია

საერთო კლინიკური გამოკვლევა:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჰემოგლობინი
  • რეტიკულოციტები
  • ეოზინოფილები
  • ლიმფოციტები
  • თრომბოციტები
  • კოაგულოგრამა
  • სისხლის შედედების დრო
  • პროთრომბინის ინდექსი
  • INR
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის მცირე ანალიზი
  • გლუკოზის განსაზღვრა შარდში
  • ბილირუბინის განსაზღვრა შარდში
  • კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში

ბიოქიმიური გამოკვლევა:

  • C-რეაქტიული ცილა (CRP)
  • გლუკოზა
  • ბილირუბინი (საერთო) და ბილირუბინი (პირდაპირი)
  • GGT-გლუტამილტრანსფერაზა
  • ALT/GPT-ალანინამინოტრანსფერაზა
  • AST/GOT-ასპარტატამინოტრანსფერაზა
  • ქოლესტერინი
  • HDL-ქოლესტერინი, VLDL-ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, ათერიგენობის ინდექსი
  • ტრიგლიცერიდები
  • კრეატინინი

სეროლოგიური გამოკვლევა:

  • მარკერები
  • ჰორმონალური კვლევა
  • TORCH ინდექსი, STD ინფექცია
  • ვირუსემია-ბაქტერიემია

იმუნოფლუორესცენტური გამოკვლევა:

  • Chlamidia trachomatis
  • Ureaplazma
  • Mycoplazma
  • Herpes virus I, II
  • Citomegalovirus
  • Trichomona vaginalis

 

მაღალი/დაბალი რისკის პაპილომა ვირუსის (HPV) ქრომოგენული in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით გამოკვლევა

საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა (PAP-ნაცხი)

 

ეს მეთოდი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა (PAP-მეთოდით)

  • ვულგარული პემფიგუსი
  • ვირუსული სტომატიტი
  • ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • წყლული
  • ანთება
  • ლეიკოპლაკია
  • პირის ღრუს ბეწვიანი ლეიკოპლაკია
  • სხივური დაზიანება
  • კანდიდოზი
  • კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • ავთვისებიანი სიმსივნე

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა 

  • მუცლის ღრუს და რეტროპერინო? სივრცის ორგანოები
  • თირკმელები
  • შარდის ბუშტი
  • წინამდებარე ჯირკვალი
  • ფარისებრი ჯირკვალი
  • სარძევე ჯირკვალი
  • საშვილოსნო და საკვერცხეები (ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური)

ელექტროკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია

 

„თერაპიის სახლში“ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები 

პარტნიორები

  • გიდმედი
  • ალტრავიტა
  • ორთოდენტული ცენტრი
  • ალფამედი
  • ვისტამედი
  • პათჯეო

 

13 ნოემბერი 2015

ნევროლოგია

Written by

აირჩიე პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ ნევროლოგიურ მომსახურეობას. ინტეგრაციული მედიცინა აერთიანებს დამხმარე და ალტერნატიული მედიცინის რწმუნებულობაზე დაფუძნებულ სასარგებლო პრაქტიკას კლასიკურ მედიცინასთან. 

 

"თერაპიის სახლში"  ექიმთან კონსულტაციისას ხორციელდება ჰოლისტიკური მიდგომა,რაც გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალობისა და მისი გარემოს სიღმისეულ შესწავლას, გულწრფელ თანადგომას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის, როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური  და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. სანდო და ყურადღებიანი ექიმი მოგექცევათ გულისხმიერად, თანადგომით და რაც მთავარია კარგად მოგისმენთ. ჰოლისტიკური მიდგომა, ასევე გულისხმობს, მკურნალობის პროცესში ბუნებრივ მედიკამენტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებასა და მკურნალობის ეფექტურ შედეგებს.

 

მკურნალობის პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების დანიშვნა, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), ხელოვნებით (Art) თერაპია, რიტმული მასაჟი რიტმული შეზელვა, სამკურნალო აბაზანები (ზეთის დისპერსიული, მკვებავი და სხვა.) სამკურნალო საფენები და სახვევები, ლიმფის მანუალური დრენაჟი, სამკურნალო ვარჯიშები. მკურნალობა უპირატესად ხდება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda-ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია,  უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

 

"თერაპიის სახლის" ნევროლოგიური განყოფილების ძირითად კონტიგენტს წარმოადგენს ქრონიკულად მოავადე პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად საჭიროებენ მკურნალობა-რეაბილიტაციას. ჩვენი კლინიკის ნევროლოგიური სამსახური გთავაზობთ მკურნალობას შემდეგი დაავადებების დროს:

  • ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
  • ნევროზები;
  • თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის და ტრავმის) შემდგომი პერიოდი
  • პარკინსონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ხერხემლის დეფორმაციები;
  • ოსტეოქონდროზი;
  • ქვემო კიდურთა სისხლძარღვების ვარიკოზული დაავადება;
  • პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზი;
  • ვეგეტო-სოსხლძარღვოვანი დისტონია;
  • სხვადასხვა ფსიქო-სომატური დაავადებები;

 

 

13 ნოემბერი 2015

გინეკოლოგია

Written by

ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ გინეკოლოგიურ მომსახურეობას. ინტეგრაციული მედიცინა აერთიანებს დამხმარე და ალტერნატიული მედიცინის რწმუნებულობაზე დაფუძნებულ სასარგებლო პრაქტიკას კლასიკურ მედიცინასთან. 

 

"თერაპიის სახლში" ექიმთან კონსულტაციისას ხორციელდება ჰოლისტიკური მიდგომა, რაც გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალობისა და მისი გარემოს სიღმისეულ შესწავლას, გულწრფელ თანადგომას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის, როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური  და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. სანდო და ყურადღებიანი ექიმი მოგექცევათ გულისხმიერად, თანადგომით და რაც მთავარია კარგად მოგისმენთ. ჰოლისტიკური მიდგომა, ასევე გულისხმობს, მკურნალობის პროცესში ბუნებრივ მედიკამენტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებასა და მკურნალობის ეფექტურ შედეგებს.

 

მკურნალობის პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების დანიშვნა, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), ხელოვნებით (Art) თერაპია, რიტმული მასაჟი და ა.შ. მკურნალობა უპირატესად ხდება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda-ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია, უსაფრთხოა  და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

 

"თერაპიის სახლში" დიდი ყურადღება ეთმობა ორსულთა პატრონაჟს. ავადმყოფობის შემთხვევაში, რომელიც ხშირად თავს იჩენს ხოლმე ორსულობისას, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, სისხლძარღოვანი (ვენური) პრობლემები, ვირუსული ინფექცია, ალერგია, სასუნთქი გზების დაავადებები, ნევროზული მდგომარეობები, ორსულებს სჭირდებათ უსაფრთხო მედიკამენტოზური ჩარევა  და მოვლა.

 

მომავალი დედები არ არიან ორიენტირებული მომენტალურ შედეგზე, რადგან მათთვის პრიორიტეტულია ის რომ მათი ბავშვი იყოს უსაფრთხოდ. მეან-გინეკოლოგი, რომლის მთავარი ფასეულობაა გულწრფელი თანადგომა, შემოგთავაზებთ სწორედ რომ, მომავალზე ორიენტირებულ, თქვენთვის და თქვენი მომავალი ბავშვისთვის უსაფრთხო მოვლასა და მკურნალობას.

 

"თერაპიის სახლის" გინეკოლოგიური სამსახური გთავაზობთ მკურნალობას შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ვულვიტი, ვაგინიტი);
  2. სოკოვანი კოლპიტი;
  3. ტრიქომანადური კოლპიტი;
  4. ქლამიდიოზი;
  5. საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ. ანთებითი დაავადებები (გამწვავება);
  6. დისმენორეა (არამენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები - განსაკუთრებით პუბერტეტის პერიოდში, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან და სხვა);
  7. გენეტიკური ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა;
  8. უშვილობა (პირველადი, მეორადი)
  9. ორსულთა პატრონაჟი;
  10. ორსულთა ანემია (მსუბუქი ფორმის);
  11. კონტრაცეფციის სახის შერჩევა;
  12. სპირალის ჩადგმა, სპირალის ამოღება.

 



13 ნოემბერი 2015

პედიატრია

Written by

იზრუნე შენს მომავალზე დღეს - აირჩიე უსაფრთხო პედიატრია

ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი "თერაპიის სახლი" გთავაზობთ პედიატრიული მომსახურეობის ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებისა და მისი მიკროსოციალური გარემოს სიღრმისეულ შესწავლას,  გულწრფელ თანაგრძნობას და პროფესიული კონსულტაციის ჩატარებას. მკურნალობა ხდება ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული უსაფრთხო მედიკამენტებით (ადგილობრივი წარმოების, Wala და Weleda -ს მედიკამენტები), რომლებიც ეფექტურია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

 

ჰოლისტიკური პედიატრია გულისხმობს მკურნალობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ქიმიური მედიკამენტების გამოყენებას, მკურნალობის ეფექტურ შედეგებს, მკურნალობის უსაფრთხო და შედარებით ხანმოკლე პერიოდს. პირადი ექიმის მიერ ხდება პაციენტის (ბავშვის) როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური და ფსიქიკური ფაქტორების გათვალისწინება. მკურნალობის დაგეგმვის  პროცესში ხდება უნიკალური დამხმარე თერაპიების კომპლექსის შეთავაზება, როგორიცაა სამკურნალო ევრითმია (მოძრაობით თერაპია), რიტმული მასაჟი, რომელიც ძირეულად განსხვავდება კლასიკური მასაჟისაგან, ხელოვნებით (Art) თერაპია და ა.შ.

 

მკურნალობის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის კონსტიტუციური ტიპის განსაზღვრას, მის ასაკობრივ ჯგუფსა და მიკროსოციალურ გარემოს. მათი ცოდნა შესაძლებლობას იძლევა განვსაზღვროთ ბავშვის მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესისათვის. ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, თუ როგორი პედაგოგიური მიმართება არსებობს ბავშვისადმი, აღზრდის რა მეთოდები გამოიყენება მის მიმართ და რომელი მეთოდია საჭირო. ყველაფერ ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სანდო, ყურადღებიანი ექიმისგან, რომლის მთავარი ფასეულობაა გულწრფელი თანადგომა.

 

დედებს და მამებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური რჩევები და პედიატრთან ერთად დაგეგმონ ბავშვის უსაფრთხო პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები, რადგან მშობლების ჩართულობას შვილის გაჯანსაღების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა დედებისთვის, რომლებისთვისაც ყველაფერი პირველადაა, ახალი და უცხოა, დავეხმარებით დაძლიოს ის შიში, რომელიც შესაძლებელი და გასაგებია, გაჩნდეს როგორც ბავშვის მოვლის, ასევე დაავადების აღმოცენების პროცესში. დედებს და მამებს ეძლევათ საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღონ მკურნალობის პროცესში.

 

,,თერაპიის სახლში“ ხორციელდება მკურნალობა როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს: 

  1. სასუნთქი სისტემის დაავადებები (ზედა საუნთქი გზების ინფექცია, ბრონქიტი, პნევმონია);
  2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები (პირის ღრუს დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, კოლიტი და ა.შ.)
  3. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;
  4. ენდროკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია, სქესობრივი მომწიფების პერიოდის დარღვევები);
  5. ალერგიული დაავადებები (პოლინოზი, ჭინჭრის ცხელება, ალერგიული ეტიოლოგიის სასუნთქი გზების პათოლოგია და ა.შ.);
  6. ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებები (ღამის ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები, ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა და ა.შ.);
  7. ახალშობილთა პატრონაჟი.

 

"თერაპიის სახლში" თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ მომსახურეობას (მოსმენა, ზრუნვა, თვენი აზრის გათვალისინება) და ბუნებრივ ნედლეულზე დაზადებული მედიკამენტებით უსაფრთხო მოვლასა და მკურნალობას ეფექტური შედეგით. თქვენ შეგიძლიათ უწყვეტი კონტაქტი გქონდთ პედიატრთან, როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელით და თქვენთვის გამოუვალ მდგომარეობაში მიიღოთ რჩევა.

 

იზრუნე შენი ბავშვის ჯანმრთელობაზე, აირჩიე პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა!

 




13 ნოემბერი 2015

ოჯახის ექიმი

Written by

აირჩიე პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

ძველ დროში მკურნალი ექიმის პროფესიული საქმიანობა გულისხმობდა ადამიანის ერთ მთლიანობად მოაზრებას და პაციენტის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღებას. დროთა განმავლობაში მედიცინაში ტექნოლოგიებისა და ვიწრო სპეციალობების განვითარებამ საექიმო საქმიანობის ფრაგმენტაცია გამოიწვია, რამაც უკანა პლანზე გადასწია ადამიანის მთლიანობის აღქმა და მკურნალობის პროცესში მისი პიროვნულობის ფაქტორის გათვალისწინება. ფოკუსირება მოხდა დაავადებაზე და არა ადამიანზე, რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია პაციენტთა უკმაყოფილების ზრდა. ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებით.

 

„თერაპიის სახლის“ ოჯახის ექიმები არიან ლიცენზირებული, უმაღლესი სამედიცინო განათლების და რეზიდენტურის სპეციალური კურსის გავლის შემდეგ გერმანიასა და შვეიცარიაში კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ, პირველად და უწყეტ სამედიცინო მეთვალყურეობას და დახმარებას პიროვნებისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა და დაავადებისა. ესაა ფუნქციათა უნიკალური სინთეზი, ჰოლისტიკური მიდგომა, პაციენტის ფიზიკური, პიროვნული, ფსიქოლოგიური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მკურნალობის პროცესში სხვა კოლეგა-სპეციალისტების ჩართვა, პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ტერმინალური დაავადებების დროს.

 

პაციენტთან ხანგრძლივი კონტაქტი, როგორც პირველი ვიზიტის, ისე განმეორებითი შეხვედრების დროს, უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახის შესახებ. ეს შესაძლებელს ხდის პრობლემების რეალური მიზეზების წვდომას და, საჭიროებისამებრ, საოჯახო თერაპიის ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს პაციენტის, მისი ოჯახის წევრების და ოჯახის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

 





13 ნოემბერი 2015

სერვისები

Written by

21-ე საუკუნის მედიცინის მკურნალობის მეთოდი
ინტეგრაციული მედიცინა და მკურნალობის ჰოლისტიკური მიდგომა

ქართულ-გერმანულ ინტეგრაციულ მედიცინის ცენტრში ‘თერაპიის სახლი’ პაციენტის მკურნალობა ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რაც გულისხმობს დაავადების კომპლექსური გზით მკურნალობას. ჰოლისტიკური მედიცინა პაციენტსმიიჩნევს ინდივიდუალურ, უნიკალურ პიროვნებად და მკურნალობის პროცესში ითვალისწინებს მის ფიზიოლოგიურ, ემოციურ და ფსიქიკურ ფაქტორებს. ინტეგრაციულ მედიცინას და ჰოლისტიკურ მიდგომას 21-ე საუკუნის მკურნალობის მეთოდად მიიჩნევენ და ის სულ უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ამის დასტური არის ჯერ კიდევ 2000 წელს Harvard-ის სამედიცინო სკოლის მიერ ჩამოყალიბებული ინტეგრაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდის შედეგების სამეცნიერო აღიარებასა და მის პოპულარიზაციაზე. 2013 წლიდან ინტეგრაციულ მედიცინასა და ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდზე სწრაფად მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა ამერიკის და ევროპის, როგორც წამყვან კლინიკებში (მაგ. Cleveland Clinic, Mayo Clinic, Johns Hopkins Medicine, Havelhohe, Gemeinschaftskrankenhaus-Herdecke და ა.შ.) ინტეგრაციული მედიცინის მიმართულებების განვითარება, ისე ცალკე არსებული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრების (მაგ. Osher Center for Integrative Medicine, UC San Diego და ა.შ.) ჩამოყალიბება. ასევე, აღიარებულია, რომ ინტეგრაციული მედიცინა და ჰოლისტიკური მკურნალობის მეთოდი უალტერნატივოა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაგეგმავასა და ავადმყოფობის პრევენციის ეტაპზე. 

 

„თერაპიის სახლში“ ინტეგრაციული მედიცინის ჰოლისტიკური მიდგომა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინის ცოდნას. სამედიცინო ცენტრში მკურნალობა ხორციელდება გერმანიასა და შვეიცარიაში გადამზადებული ექიმების მიერ, რომელთაც გარდა კლასიკური სამედიცინო განათლებისა, აქვთ თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილება ანთროპოსოფიულ, ადამიანთმცოდნეობაზე დაყრდნობილ მედიცინაში. პრობლემის რეალური მიზეზების წვდომისთვის ადამიანი მოიაზრება, როგორც სასიცოცხლო პროცესების, გრძნობების და აზროვნების მქონე ფიზიკურ-სულიერი ინდივიდუალობა თავისი ბიოგრაფიით და მიკროსოციალური გარემოთი. “თერაპიის სახლში” ხორციელდება როგორც პირველადი დიაგნოსტიკა, ისე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში კი ხდება  პროცესში კოლეგა - სპეციალისტების ჩართვა. მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, თვითგანკურნების ძალების გააქტიურებისთვის, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს (Weleda, Wala, ადილგობრივი წარმოების პრეპარატები), ამავე მიზნისთვის  გამოიყენება მრავალფეროვანი უნიკალური სარეაბილიტაციო თერაპიები (ხელოვნებითი თერაპია, მოძრაობის თერაპია - ევრითმია, რიტმული მასაჟი, სამურნალო აბაზანები და სხვა გარეგანი საშუალებები). პაციენტი და მისი უახლესი გარემო აქტიურად არის ჩართული ჯანმრთელობის აღდგენის და შენარჩუნების პროცესში.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინას ჰოლისტიკური მიდგომის გამოყენების 100 წლიანი გამოცდილება აქვს. „თერაპიის სახლი” 1991 წლიდან, დაარსების დღიდან ეყრდნობა ამ მეთოდს და გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველი დამოკიდებულებით და გულწრფელი თანადგომით, როგორც დაავადების პრევენციის, ისე მკურნალობის პროცესში და აგრეთვე შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლისტიკური მკურნალობისას ექიმთან პირველადი კონსულტაციის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ხორციელდება ექიმის მიერ პაციენტის და მისი გარემოს სიღრმისეული, არა ზედაპირული შესწავლა და შესაბამისი პროფესიული კონსულტაცია. სწორედ ამ ეტაპზე, ექიმი პაციენტთან ურთიერთობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვეთს ბავშვობიდან მოყოლებულ ყველა იმ ძირითად ბიოგრაფიულ საკითხს, რაც დაკავშირებულია პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

 

ინტეგრირებული მიდგომა არის აზროვნების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთდაკავშირებული ერთობლიობა, რაც პაციენტისთვის ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობას ქმნის.