შინ მოვლა

კვალიფიციური საექთნო მომსახურება ბინაზე საექთნო მომსახურების განყოფილება გთავაზობთ კვალიფიციურ საექთნო მოვლასა და სამედიცინო დახმარებას, რომლის მიზანია, ეფექტურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხანდაზმულობის, ინვალიდობისა თუ ავადმყოფობის გამო შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. თანადგომა გაუწიოს და იზრუნოს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე სახლის პირობებში. მათთვის ჩვეულ გარემოში დაიცვას ისინი მოსალოდნელი თანმხლები დაავადებებისა და გართულებებისგან.

ვემსახურებით:

  • ყველა ასაკის მწვავე და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს;
  • ხანდაზმულებს;
  • მძიმე ავადმყოფებს;
  • უნარშეზღუდულებს (ინვალიდებს);
  • განვითარება შეფერხებულ ბავშვებს;
  • რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ადამიანებს (ინსულტის, სხვადასხვა მოტეხილობის, ოპერაციის შემდგომი პერიოდისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში).

ღონისძიებები, რომელთაც საექთნო საქმე მოიცავს:

  • ჰიგიენური მოვლა
  • საწოლის მოწესრუგება;
  • სხეულის დაბანა;
  • კანის მოვლა;
  • ჩაცმაში დამარება;
  • საკვების მიღებაში დახმარება;
  • წოლითი მდგომარეობების შერჩევა.

სამედიცინო მოვლა

  • სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი  (სუნთქვა, პულსი, წნევა, ტემპერატურა, ცნობიერების მდგომარეობა);
  • სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით (ინექციები, ჭრილობის მოვლა, კუჭის ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ოყნა, სტომის მოვლა);
  • სარეაბილიტაციო ღონისძიებები: მასაჟი, სამკურნალო ვარჯიშები;
  • გარეგანი თერაპიული ზემოქმედებები: მცენარეული ზეთების და მალამოების შეზელვა, საფენები, სახვევები, სამკურანლო აბაზანები.

პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორებიცაა:

  • ნაწოლები
  • შეგუბებითი პნევმონია (ფილტვების ანთება)
  • კონტრაქტურა (სახსრების ჩაკეტვა)
  • თრომბოზი
  • სოკოვანი დაავადებები
  • კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მომვლელი და ახლობელი ადამიანებისათვის მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება.

საექთნო მომსახურების გარდა, გთავაზობთ:

  • ექიმის კონსულტაციას;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • ექოსკოპიას.

მუშაობის პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალილფიციური გუნდი: ექიმის, ექთნის და რეაბილიტოლოგის შემადგენლობით.

პირველ ვიზიტზე პაციენტთან მიდის კოორდინატორი ექთანი, იგეგმება მოვლითი ღონისძიებები, რომელსაც ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ანხორციელებს შესაბამისი მომვლელი ექთანი ან რეაბილიტოლოგი.

თანამშრომლები სტაჟირებისათვის იგზავნებიან გერმანიის საავადმყოფოებსა და შინმოვლის სამსახურებში, სადაც ეცნობიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას ამ სფეროში და ცდილობენ ჩვენს ქვეყანაშიც განავითარონ ეს სერვისი.