ანთროპოსოფიულ მედიცინაში უაღრესად მნიშვნელოვანია სწორ დიაგნოსტიკასთან ერთად პაციენტთან ღირსეული პარტნიორული ურთიერთობა და მისი ჩართულობა მკურნალობის პროცესში, ანუ კოპინგი და კომპლაინსი – საკუთარი ინიცატივა გამოჯანმრთელების პროცესში და აქტიური თანამშრომლობა ექიმთან და თერაპევტებთან.
ჯანმრთელობა არის ადამიანის უნარი საკუთარ ინდივიდუალურ ცხოვრების პირობებს სათანადოდ მოუაროს, პრობლემები, სიძნელეები, კონფლიქტები მისაღები ფორმით გადაჭრას, ან მათთან ერთად იცხოვროს. დაავადებისდროს დროებით, ან ქრონიკულად,ზოგიერთიუნარი შეზღუდულია და საჭიროებს ცხოვრების გარკვეულ პირობებთან მორგებას.
რეაბილიტაციის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფმა ადამიანის ცხოვრების ხარისხი, სიცოცხლის გრძნობა და თვითგანხორციელების შესაძლებლობა გააუმჯობესოს, გააძლიეროს და ინდივიდუალურად შეუწყოს ხელი თვითგანკურნების ძალების გააქტიურებას. პაციენტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. რეაბილიტაცია ინტერდისციპლარული პროცესია და საჭიროებს რეაბილიტაციის ერთიან გეგმას, სადაც ყველა ურთიერთდაკავშირებული პრობლემა უნდა იქნას გათვალისწინებული. რეაბილიტაციის ერთიან გეგმაში ინტეგრირებული უნდა იყოს ყველა ცალკეული საჭირო ღონისძიება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დასმა და ნათელი, რეალისტური მიზნების დასახვა.
„თერაპიის სახლში“ წარმოდგენილია რეაბილიტაციური მეთოდების ფართო სპექტრი: სამკურნალო ვარჯიშები, ლიმფის მანუალური დრენაჟი და კომპრესული თერაპია, სამკურნალო აბაზანები, რიტმული მასაჟი, რიტმული შეზელვა, სამკურნალო საფენები, სახვევები, სამკურნალო ევრითმია, ხელოვნებითი თერაპია.
„თერაპიის სახლში“მოღვაწე რეაბილიტოლოგებს სამედიცინო განათლება მიღებული აქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ საერთაშორისო დონის საუკეთესო გამოცდილებას იყენებენ პაციენტის მკურნალობის პროცესში. თერაპიული წრე თანამშრომლობს პაციენტთან შემდეგი სახით: მკურნალობის პროცესში ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო ღონისძიებები, რეაბილიტაციური მეთოდები მოქმედებს ურთიერთშემავსებლად და ურთიერთშეთანხმებულად.
პაციენტის გარშემო ერთ გუნდად შეკრული რეაბილიტოლოგთა წრე პროფესიონალურად ეხმარება პაციენტს ავადმყოფობის დაძლევაში და დარღვეული წონასწორობის აღდგენაში.