თერაპიის სახლში სამკურნალო აბაზანები ტარდება უპირატესად ამბულატორიულად და დღის სტაციონარის პირობებში. ასევე, შესაძლებელია მათი ჩართვა რეაბილიტაციის პროცესში ბინაზე საექთნო მომსახურებისას. ჩვენთან კეთდება როგორც ნაწილობრივი (მკლავების, ფეხების, მჯდომარე), ასევე მთლიანი სამკურნალო აბაზანები.
განსაკუთრებით საინტერესო შემოთავაზებას წარმოადგენს ზეთის დისპერსიული აბაზანები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ თერაპიის სახლში კეთდება. პაციენტის რეაბილიოტაციის პროცესში ზეთის დისპერსიული აბაზანების ჩართვა ძალიან ეფექტურია, რადგანაც ასეთი აბაზანები:
- აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას;
- არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
- ხელს უწყობს სკლეროზული პროცესების უკან დახევას;
- ეხმარება ანთებითი დაავადებების მოვლას.
ერთი სიტყვით, ზეთის დისპერსიული აბაზანები ადამიანში სასიცოცხლო პროცესების მომაწესრიგებელი, გამაწონასწორებელი ფუნქციის გამაძლიერებლად მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ზეთის დისპერსიული აბაზანების დასამზადებლად აუცილებელია ზეთის მადისპერსირებელი აპარატი, რომლის მეშვეობით ნებისმიერი მცენარეული ეთერზეთი შეგვიძლია გავხადოთ სამკურნალო აბაზანის გზით ქმედითი.
მცენარეული ეთერზეთების არჩევანი თერაპიის სახლში ძალიან დიდია. ამ მიზნით ვიყენებთ როგორც გერმანული ფარმაციული ფირმების ”ველედას” და ”ვალას” წარმოებულ, ასევე ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ სპეციალურ ზეთებს. ზეთს ვირჩევთ იმის მიხედვით, თუ რა ზემოქმედებას გვსურს რომ მივაღწიოთ. მათ შეუძლიათ:
- ძილ-ღვიძილის რიტმის მოწესრიგება;
- სხვადასხვა წარმოშობის და სიძლიერის დაძაბულობის მოხსნა;
- დუნე ქსოვილების გამოცოცხლება;
- ტკივილების შემცირება და მოხსნა;
- ზოგადად დამშვიდება;
- მკვებავი ფუნქციის შესრულება;
ცივი კიდურების გათბობა და საერთოდ სხეულის ტემპერატურის რეგულირება. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ: ვარდის, ლავანდულის, როზმარინის, კრაზანას, ევკალიპტის, არნიკის, არყის, ბარამბოს, ლიმონის, ბალბას და სხვა მცენარეების ეთერზეთებს. სამკურნალო აბაზანის შემდეგ თერაპიის სახლში უზრუნველყოფილია თბილი, მშვიდი და მეგობრული გარემო დასვენებისათვის სულ ცოტა ნახევარი საათის განმავლობაში. სამკურნალო აბაზანის შემდგომი დასვენება პროცედურის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია და მის გამაჯანსაღებელ მოქმედებას აძლიერებს.
თერაპიის სახლში სამკურნალო აბაზანის ჩასატარებლად არ არის აუცილებელი ავად ყოფნა. ის, როგორც იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ღონისძიება დიდი წარმატებით ინიშნება პრევენციის მიზნითაც. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც მკურნალობა და პროფილაქტიკა ძალიან სასიამოვნო პროცედურებთანაა დაკავშირებული.
დაინტერესებულთათვის შესაძლებელია საცდელი აბაზანის მიღება თერაპიის სახლში.