სამკურნალო საფენები, სახვევები

გარეგანი ზემოქმედების სფეროს განეკუთვნება:

  • სახვევები;
  • საფენები (კომპრესები);
  • შეფუთვა (ზეთიანი სახვევებით, ტალახით, თაფლის სანთლის ფირფიტებით და ა. შ.);
  • კატაპლაზმები (ტკივილდამაამებელი ცივი ან ცხელი სახვევები).

 

სახვევები და საფენები ათასწლეულების მანძილზე განეკუთვნება ყველა კულტურის სამკურნალო საშუალებათა საგანძურს. ანთროპოსოფიულ მედიცინაში მათ იყენებენ ადამიანის ორგანიზმზე განმაკურნებელი ზემოქმედებისთვის ნერვულ-მგძნობელობითი სისტემის საშუალებით.

 

დანიშნულების ქმედითობას განსაზღვრავს არამარტო სუბსტანციის სწორი არჩევანი, არამედ პროცედურის პროფესიულად კორექტული ჩატარება. სახვევები და საფენები, როგორც გარეგანი ზემოქმედების სახეები, წარმოადგენს ჰიდრო და თერმო თერაპიის ნაწილს. ისინი დღესაც აქტიურად გამოიყენება სააბაზანო განყოფილებებში ან საავადმყოფოებისა და კურორტების ფიზიოთერაპიულ განყოფილებებში. თუმაცა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა გარკვეულწილად უკანა პლანზე გადასწია მკურნალობის ეს ფორმა და სამწუხაროდ გარეგან ზემოქმედებებთან მიმართება ხშირად ან-ან პრინციპით წყდება - ან სასკოლო მედიცინა ან მკურნალობის ბუნებრივი მეთოდები. ამავე დროს არსებობს გამოცდილება, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ორივე თერაპიულმა მიმართულებამ, როგორც მედიცინაში, ასევე ავადმყოფის მოვლაში, გამსჭვალოს და შეავსოს ერთმანეთი.

 

"თერაპიის სახლში" ეფექტურად ვიყენებთ ამ და სხვა გარეგანი ზემოქმედების საშუალებებს როგორც ამბულატორიასა და დღის სტაციონარში, ასევე პაციენტის ბინაზე მოვლის დროს. მათი გამოყენებისათვის აუცილებელია ექიმის დანიშნულება, ხოლო პროცედურის ეფექტიური განხორციელება შეუძლიათ როგორც ექთნებს, ასევე მათგან განსწავლულ პაციენტებსა და მათ ახლობლებს.

 

სახვევებისა და საფენების ზემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია რომ შეუძლებელია ყველა მათგანის ჩამოთვლა. ზოგადად ზემოქმედება ხდება:

  • სითბო / სიცივის პროცესებზე;
  • გამოყოფის პროცესებზე;
  • ცნობიერებაზე;
  • ძილის ხარისხზე;
  • ნივთიერებათა ცვლაზე;
  • გულისა და სისხლის მიმოქცევაზე და სხვა.

 

პროფესიონალთა ჩატარებული პროცედურების ეფექტი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია! ამ დროს არ არის საკმარისი ფიქრი: "თუ არ დაგვეხმარება, არც არაფერს დააზიანებს". მხოლოდ საქმისადმი მაღალკვალიფიციური მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თერაპიულად ქმედითნი და სწორად გამოვიყენოთ ათასწლეულების მანძილზე გამოტარებული საკაცობრიო ცოდნის ეს საგანძური.