ლაბორატორია

დროში გამოცდილი ხარისხი

„თერაპიის სახლის“ ლაბორატორია მუშაობს კლინიკის დაარსების  დღიდან, გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ლაბორატორიაში შესაძლებელია მოკლე დროში ყველა ექსპრეს–სკრინინგული ტესტის ჩატარება, რომელიც ესაჭიროება ექიმს დიაგნოზის  დასმისთვის. 

 

„თერაპიის სახლის“ ლაბოლატორია მომხმარებლებს სთავაზობს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას განსაკუთრებულ მეთოდს: ჩვენთან ბიოქიმიური დიაგნოსტიკა შესაძლებელია კაპილარული სისხლით თითიდან, რაც განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის ბავშვებს [გერმანული Rosche–ს ფირმის ანალიზატორი]. 

 

„თერაპიის სახლის“ ლაბორატორია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, სადაც გინეკოლოგიური PAP დიაგნოსტიკის განხორციელება დაიწყო და დღემდე უმაღლესი კვალიფიკაციით სრულდება. 

 

ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს „თერაპიის სახლის“ შეთავაზება პირის ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკის კუთხით - პირის ღრუს ციტოლოგიური PAP ტესტის ჩატარება, რაც ხელს უწყობს მკურნალ ექიმს სწორი დიაგნოზის დასმასა და ეფექტური მკურნალობის განხორციელებაში.

 

„თერაპიის სახლის“ ლაბორატორიაში ტარდება შემდეგი სახის ანალიზები:

  • საერთო კლინიკური გამოკვლევა
  • ბიოქიმიური გამოკვლევა
  • ავტოიმუნური პროცესების მაჩვენებლების კვლევა
  • მარკერების გამოკვლევა
  • ჰორმონალური გამოკვლევა
  • TORCH-ინდექსით STD-ინფექცია
  • ვირუსემია - ბაქტერიემია
  • იმუნოფლუორესცენტრული გამოკვლევა.

 

აღსანიშნავია, რომ „თერაპიის სახლი“ თავისი პაციენტების გარდა საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიურ გამოკვლევას სთავაზობს სხვა სამკურნალო დაწესებულებებსაც. ჩვენი პარტნიორი კლინიკები არიან:

  • გიდმედი+
  • ალტრავიტა.