„თერაპიის სახლის“ ავტორიზებული აფთიაქი გთავაზობთ WALA-ს, WELEDA-ს და ABNOBA-ს მედიკამენტებს, ყველა ფარმაცევტული საწარმო გერმანიაშია და ფლობს ფარმაცევტული ინდუსტრიის ხარისხის ყველა სტანდარტს, რაც მათ სანდოობას, უსაფრთხოებას და მაღალეფექტურობას უტყუარად გვიდასტურებს. ყველა მათგანის საფუძველი ანთროპოსოფიული მედიცინაა. აქ წარმოებული პრეპარატები არის ბუნებრივი ნედლელულისგან დამზადებული (ცხოველური, მინერალური, მცენარეული, მეტალური), საწარმოებს აქვს ბიოდინამური მეურნეობა საჭირო მცენარეული ნედლეულისათვის, ცხოველური ნედლეულისთვის კი თანამშრომლობენ მაღალკვალიფიციურ მეცხოველეობის მეურნეობასთან „დემეტერ“.
WELEDA ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა გერმანიაში 1921 წელს და დღეს ის მთელს მსოფლიოში ფართოდ არის ცნობილი, მედიკამენტებით; ბავშვის მოვლის, ჰიგიენის საშუალებებით და კოსმეტიკით.
WALA 1935 წლიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვალას 900 სხვადასხვა მედიკამენტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.
ABNOBA 1971 წლიდან აწარმოებს ფითრის პრეპარატებს, თავად ფითრს იღებენ სხვადასხვა ხე მცენარისაგან, ფითრით თერაპია მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების დროს, ისე პრევენციისათვის. დღეისათვის ABNOBA აწარმოებს 70 დასახელების ფითრის პეპარატს.
ბუნებრივი წარმოშობის მედიკამენტებით არის ჩვენთან წარმოდგენილი აგრეთვე გერმანული ფარმაცევტული ფირმა HEEL.
"თერაპიის სახლი" გთავაზობთ გერმანიაში დამზადებულ, სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის უმაღლეს ხარისხს. გერმანული ფირმა Ofa Bamberg-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპული ეკონომიური სივრცის (EEA)-ს მიერ დაყენებული ხარისხის ყველა მოთხოვნას. 80 წელიწადზე მეტია Ofa Bamberg-ი ლიდერობს ევროპის ბაზარზე, როგორც თერაპიული პროდუქტების მწარმოებელი. ის ფოკუსირებულია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამაში ბადალი არ ჰყავს. სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟი შეუცვლელია შემდეგი დაავადებების დროს: ვენური უკმარისობა, ლიმფედემა, აგრეთვე ოპერაციული ჩარევის შემთხვევები. ფირმა Ofa Bamberg-ის ფართო ასორტიმენტი იმითაც არის ღირშესანიშნავი, რომ 6 სტანდარტული ზომის, 12 ფერის და 4 სხვადასხვა კომპრესიის მქონე ნაკეთობებს გვთავაზობს. შეიძინეთ Ofa Bamberg-ის პროდუქცია ჩვენს აფთიაქში, აგრეთვე შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღება www.ofa.de დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით ჩვენთან ან დაგვირეკეთ.
ჩვენი კონსულტანტები მოგეხმარებიან შესაბამისი მოდელის, ხარისხის და ზომის შერჩევაში. თერაპიის სახლის ბაზაზე არსებული აფთიაქის ფარგლებში შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტის მიერ ექიმის რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების ექსტემპორალური დამზადება. ნედლეულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე გერმანული მცენარეთა დედო-ხსნარები და მინერალური და მეტალური ბუნებრივი სუბსტანციები. სამკურნალო საშუალებათა დამზადება ხორციელდება ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური ტექნოლოგიების შესაბამისად. სამკურნალწამლო ფორმები მრავალფეროვანია: დასალევად - წვეთები, ფხვნილი, გლობულები, სიროპი, ელექსირი, გარდა ამისა გარეგანად, როგორც სამკურნალო, ისე მოსავლელი საშუალებები - მალამო, ლოსიონი, ესენცია, ჟელე, ზეთი, სააბაზანო რძე, ასევე სხვადასხვა ჩაის ნაკრებები. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მზადდება ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ელექსირები (ასკილის, ბროწეულის, ქაცვის, ძახველის, კვრინჩხის და სხვა), რაც მოქმედებს იმუნური სისტემის გამაძლიერებლად და ძალიან დამხმარეა რესპირატორული ინფექციების პროფილაკტიკის, მკურნალობისთვის, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.