"თერაპიის სახლის" ბაზაზე არსებული აფთიაქის ფარგლებში შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტის მიერ ექიმის რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების ექსტემპორალური დამზადება. ნედლეულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე გერმანული მცენარეთა დედო-ხსნარები და მინერალური და მეტალური ბუნებრივი სუბსტანციები.
სამკურნალო საშუალებათა დამზადება ხორციელდება ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური ტექნოლოგიების შესაბამისად. სამკურნალწამლო ფორმები მრავალფეროვანია: დასალევად - წვეთები, ფხვნილი, გლობულები, სიროპი, ელექსირი, გარდა ამისა გარეგანად, როგორც სამკურნალო, ისე მოსავლელი საშუალებები - მალამო, ლოსიონი, ესენცია, ჟელე, ზეთი, სააბაზანო რძე, ასევე სხვადასხვა ჩაის ნაკრებები.
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მზადდება ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ელექსირები (ასკილის, ბროწეულის, ქაცვის, ძახველის, კვრინჩხის და სხვა), რაც მოქმედებს იმუნური სისტემის გამაძლიერებლად და ძალიან დამხმარეა რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკის, მკურნალობისთვის, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.