
სიახლეები
Covid-19 პანდემიით გამოწვეული სამსახურდაკარგული ქალების მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები
შინმოვლის გადამზადების კურსი
ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“ (შვილობილ კომპანია „თერაპიის სახლთან“ ერთად), „კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სამსახურდაკარგული ქალების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში სთავაზობს ქალებს მომზადება-გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში.
პროექტი მხარდაჭერილია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ.
ჩვენი ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური, მათ შორის, მოუწიათ უცხოეთში სამსახურის მიტოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
Ø გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებულ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად 3-კვირიან გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში;
Ø წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გავცემთ ორენოვან სერტიფიკატს, რაც საშუალებას მისცემთ მათ დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში;
Ø ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპაში სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
Ø ტრენინგის საფასურს მთლიანად ფარავს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”.
აპლიკანტებისთვის ტრენინგზე დაშვების კრიტერიუმებია:
· ასაკი: 18-დან 65 წლის ჩათვლით;
· არ უნდა ჰქონდეთ ქრონიკული გადამდები დაავადება ან/და ავადმყოფის მოვლასთან შეუთავსებელი უნარშეზღუდვები;
· სასურველია ჰქონდეთ ავადმყოფის შინმოვლის გარკვეული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ:
· ცხელი ხაზის მეშვეობით: (+995) 593 99 39 39
· ან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულად, მისამართზე: დააჭირეთ აქ
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
ჩვენი ორგანიზაცია, როგორც „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაცია, ჩართული იყო გერმანული ფონდის - „დიაკონიშეს ვერქ“ - ხელშეწყობით მიმდინარე ყველა კოალიციურ პროექტში, რომელთა მიზანი იყო „შინმოვლის სისტემის განვითარება საქართველოში“.
ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომზადება/გადამზადების შემდეგ კურსებს: საექთნო და შინმოვლის საქმე, რიტმული მასაჟი, მანუალური ლიმფოდრენაჟი და სხვა. ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაინერგა საქართველოში ლიმფოლოგიური მკურნალობის მეთოდოლოგია.
ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნების“ შვილობილი სამედიცინო ცენტრი „თერაპიის სახლი“, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, ეყრდნობა ჰოლისტიკურ ხედვას, რაც გულისხმობს პაციენტის ინდივიდუალური (ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი) თავისებურებების გათვალისწინებით მის უსაფრთხო და ეფექტურ ინტეგრირებულ სამედიცინო მომსახურებას, უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების და განსაკუთრებული თერაპიული მეთოდების გამოყენებით.
Therapiehaus Spendenaufruf
ახალი ანალიზატორი Reflotron Plus – Roche Germany
უკვე 1 თვეა "თერაპიის სახლში" გვაქვს ახალი ანალიზატორი Reflotron Plus – Roche Germany, რაც საშუალებას გვაძლევს ბიოქიმიური ლაბორატრიული დიაგნოსტიკა ვაწარმოოთ კაპილარული სისხლით - თითის წვერიდან.
ეს ძალიან კომფორტულია ბავშვებში და იმ ზრდასრულ პაციენტებში, ვისაც აქვთ ვენური მანიპულაციების შიში.