მომხმარებლის გამოცდილება

მომხმარებლის გამოცდილება

15 მარტი 2016

გიორგი გოკიელი

„თერაპიის სახლთან“ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დღიდან მისი დაარსებისა და იმ დღიდან მოყოლებული მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას პირველ რიგში მის პერსონალს მივმართავთ ხოლმე. ცხოვრებაში ძალიან დიდი კომფორტია, როცა შენ არ გიწევს პრობლემის გაჩენისას ერთი ექიმიდან მეორესთან სირბილი, გამოკითხვა, თუ ვინაა ამა თუ იმ დარგის კარგი სპეციალისტი, გაუთავებელი გამოკვლევების ჩატარება და რაც მთავარია, მკურნალობის სტრატეგიის გადაწყვეტილების შენს თავზე აღება. არამედ იცი, რომ არსებობს დაწესებულება, რომლისაც გეიმედება, სადაც ოჯახურ, თბილ ატმოსფეროში მიგიღებენ სხვადასხვა დარგის სანდო და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები: ექიმები, რეაბილიტოლოგები, ფარმაცევტები თუ ლაბორანტები. აქ ყოველთვის ყურადღებით, მეგობრული აუჩქარებლობით მოგისმენენ და შენი ინდივიდუალური ბიოგრაფიის გათვალისწინებით შეგიდგენენ მკურნალობის გეგმას, რომელიც მიმართულია მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებისაკენ და არ ისახავს მიზნად დაავადების ცალკეული სიმპტომების აღმოფხვრას. ჩვენ რეგულარულად ვსარგებლობთ ოჯახის ექიმ თამარ ვაშაკიძის, ოფთალმოლოგ ნინო თაბუკაშვილის, ასევე განსაკუთრებული თერაპიული მეთოდების - სამკურნალო ევრითმიისა და რიტმული მასაჟის სიკეთეებით, მინერალური და მცენარეული პრეპარატებითა და ჰიგიენური თუ სხვა საშუალებებით (ოც წელზე მეტია არ მიგვიღია არანაირი ანტიბიოტიკი ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ფილტვების ანთება და სხვა). თერაპიის სახლში სტუმრობისას თავს ისევე დაცულად და კომფორტულად ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში სანდოობა და საიმედოობა. ალბათ ამ ორ სიტყვას ამოვირჩევდი პირველ რიგში “თერაპიის სახლის” ყველაზე უკეთ დასახასიათებლად.

15 მარტი 2016

გაგა გოგიჩაიშვილი, 37 წლის

"თერაპიის სახლის" შესახებ რამდენიმე წლის წინ მეგობრებისგან შევიტყვეთ. ვინაიდან ჩვენს პატარას დაბადებიდან კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა პედიატრები გვინიშნავდნენ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მედიკამენტებს, რომელთა გამოყენებაც არანაირ შედეგს არ გვაძლევდა და პრობლემა, ბავშვის წუხილთან ერთად მოუგვარებელი რჩებოდა. აქედან გამომდინარე გავითვალისწინეთ მეგობრების რჩევა და მივედით თერაპიის სახლში კონსულტაციაზე ქალბატონ ლია ბუღაძესთან. პირველი, რაც ჩვენთვის და პატარასთვის სასიამოვნო აღმოჩნდა იყო გარემო რაც დაგვხვდა, პედიატრი, რომელსაც თეთრი ხალათი არ ეცვა, რომელზეც ბავშვს უკვე შიში ქონდა და რაც მთავარია ექიმის მხრიდან ჩვენთვის დათმობილი დრო, რომელმაც გულდასმით გამოგვკითხა ყველა დეტალი ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით და არ მოგვიშორა თავიდან სწრაფად გამოწერილი რეცეპტით ხელში. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მივიღეთ ამომწურავი პასუხი, ამ პრობლემის მოგვარების შესახებ, ასევე ბავშვის სწორად განვითარების ეტაპების, კვების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის. კუჭნაწლავის პრობლემის მოგვარების დასახმარებლად გამოგვიწერა რეცეპტი მედიკამენტების ჩამონათვალით, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულზე მზადდება და არის სრულიად უსაფრთხო, არ ღირს ძვირი. ველედას და ვალას მედიკამენტების გაყიდვასთან ერთად ადგილზეც ამზადებენ მედიკამენტებს გერმანული სტანდარტით. რათქმაუნდა ქალბატონი ლიას რჩევები ზედმიწევნით შევასრულეთ, შედეგი რამდენიმე დღეში დაგვიდგა და პრობლემაც რამდენიმე კვირაში სრულად მოგვარდა. მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, რომ თერაპიის სახლი გვირჩიეს და მადლობა ყველა ექიმს თუ თანამშრომელს ვინც აქ მუშაობს. თერაპიის სახლი ჩვენი ოჯახის სამედიცინო დაწესებულება გახდა და ყველას ვურჩევთ ჯანმრთელობის პრობლემებში დახმარება ანდოთ მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალებს.

15 მარტი 2016

ნინო ხარებავა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სსუ-ს) ასოცირებული პროფესორი. 
„თერაპიის სახლში“ მოვხვდი შემთხვევით. ორი წლიდან ჩენს შვილს აწუხებს ბრონქოსპაზმები, 4 წლის ასაკში კი დაუდგინდა ალერგია მტვრის ტკიპაზე და ასთმა მსუბუქ ფორმაში. ერთხელ ინტერნეტში ვეძებდი მასალას ამ დაავადებაზე და წავაწყდი ერთი მოსკოველი პედიატრის გამოხმაურებას, რომ ევრითმიის მეშვეობით შესაძლებელია ასთმისგან განკურნება. ეს სიტყვა შემხვდა პირველად და მოვიძიე ის ქართულად. ჩემდა გასაკვირად, საძიებო სისტემამ ამომიგდო ინფორმაცია თერაპიის სახლზე, სადაც ამ დაავადებას მკურნალობენ გერმანული ბუნებრივი წამლებით, ევრითმიით, მასაჟებით და ხელოვნებითი თერაპიით. ადგილზე დაგვხვდა საოცრად თბილი გარემო, სადაც ბავშვი თავს გრძნობდა კომფორტულად და გაუქრა ყველანაირი შიში ექიმების მიმართ. აგრეთვე მინდა ავღნიშნო ექიმების და მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმი და გულისხმიერება. ჩემი შვილი ახლა 6 წლისაა, ორ წელიწადზ მეტია, რაც დავდივართ „თერაპიის სახლში“. შედეგად მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, შემცირდა ბრონწოსპაზმის და ალერგიის ეპიზოდები. დაავადებას ძირითადად ვაკონტროლებთ ბუნებრივი საშუალებებით. მადლობას ვუხდი „თერაპიის სახლის“ ყველა ექიმს!

15 მარტი 1990

მანანა გიგინეიშვილი, ლიტერატორი, მთარგმენელი

ჩემთვის ძალიან გასახარელი იყო 1991 წელს თბილისში "თერაპიის სახლის" დაფუძნება. დოქტორ რუდოლფ შტაინერის შრომებს კარგახანია ვეცნობოდი და საბჭოთა პერიოდშიც კი ფილოლოგიურ სამეცნიერო კვლევაში ვიყენებდი. ჩემთვის ისიც ცნობილი იყო, რომ გერმანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ბენელუქსის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ კანადაში მნიშვნელოვანი ძვრები მოიტანა რუდოლფ შტაინერის მიერ დაფუძნებულმა სულის მეცნიერებამ, ანთროპოსოფიამ. ახლებური ხედვა გაჩნდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, ბიოლოგია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა (თავისუფალი ვალდორფის სკოლები, განვითარებაშეფერხებულ ბავშვთა მკურნალობა). ფართოდ ცნობილია ანთროპოსოფიული მედიცინისა და ფარმაკოლოგიის მიღწევები. საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი შვეიცარიიდან შემოღწეულმა ანთროპოსოფიულმა მედიკამენტმა მელანომით დაავადებული ჩემი ნაცნობის სიცოცხლე იხსნა. "თერაპიის სახლის"   საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ. მცირე კონსულტაციისა თუ სერიოზული პრობლემის გამო თერაპიის სახლს მივაშურებ. სამკურნალო ევრითმიის სეანსებით მკურნალობდა ამ მეთოდის შესანიშნავი სპეციალისტი ქალბატონი ნინო ვაშაკიძე, არაერთხელ მიმიმართავს ექოსკოპიისთვის ქალბატონ მანანა გორდელაძისთვის, რომლისგანაც დიდი ყურადღება და გულისხმიერება მახსოვს."თერაპიის სახლს" ვაკითხავ სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევებისთვისაც.

ოთხი წლის წინათ მეც შევემატე სიმსივნით დაავადებულთა რიცხვს. კლასიკური მედიცინის მეთოდებით მკურნალობასთან პარალელურად ვიტარებ ანთროპოსოფიულ მკურნალობას. ცნობილი გერმანელი სპეციალისტის დოქტორ ცერმის კონსულტაციებით ჩემს მკურნალობას უძღვება ოჯახის ექიმი, შესანიშნავი ქალბატონი ლალი ანდრიაშვილი. იგი უაღრესად კვალიფიციური ექიმი და გულისხმიერი ადამიანია. იგი ჩემი ექიმიცაა, უმცროსი მეგობარიც და მფარველი ანგელოზიც. მე დიდი ნდობა მაქვს ანთროპოსოფიული მკურნალობისა.

დიდი იმედია ანთროპოსოფიული მედიცინის კერის არსებობა საქართველოში.