პარტნიორი ექიმები

პარტნიორი ექიმები

13 ნოემბერი 2015

მედიცინის დოქტორი ქრისტოფ ცერმი

დავიბადე ბერლინში, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობა, სკოლის წლები და სამედიცინო ფაკულტეტზე სტუდენტობა. შუა სემესტრული სწავლის დროს მივიღე მოწვევა სამხრეთ ამერიკიდან, არგენტინიდან და ვცხოვრობდი თითქმის ერთი წელი საზღვარგარეთ (1969/70 წწ.)

ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვისწავლე ესპანური ენა და ვეზიარე აზროვნების და ცხოვრების ახალ გზას იმდენად, რომ არ მინდოდა გერმანიაში დაბრუნება, მაგრამ მე უნდა დამესრულებინა ჩემი განათლება და ამიტომ დავბრუნდი ბერლინში. ამის შედეგად ჩემი ცნობიერება აღარ იყო შეზღუდული ევროცენტრული აზროვნებითა და პერსპექტივებით. შესაბამისად, მოგვიანებით მივხვდი, რომ რადგან კაცობრიობის 80% ცხოვრობს ხელმოკლე სასიცოცხლო პირობებში, ჩემი მოვალეობაც არის ის, რომ ვიყო პასუხისმგებელი მათზე და როგორც გინეკოლოგი განსაკუთრებით, ქალთა ნაწილზე. ვიცოდი რა, რომ ცალკეული ადამიანი მარტო ვერ შეცვლის სამყაროს, მე ვცდილობდი აღმომეჩინა ყველაზე საშიში ფაქტორები მათი ჯანმრთელობისთვის. 1996 წელს მე დავუკავშირდი ახლად შექმნილ სამედიცინო ჯგუფს „AG FIDE e.v.“, რომელიც მუშაობდა ქალთა ჯანმრთელობაზე საერთაშორისო განვითარებისთვის თანამშრომლობაში ტროპიკულ გინეკოლოგიასთან . ძალიან მალე შევეჯახე FGM-ის უზარმაზარ პრობლემას, რომელიც დღემდე აზიანებს სამჯერ მეტ ადამიანს მთელ სამყაროში, ვიდრე HIP/AIPS ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში! ცხოვრებამ დამაკავშირა FGM-ით გავრცელებულ ქვეყანასთან - ერითრიასთან და 2000 წლიდან დავდივარ იქ თითქმის ყოველ წელს მოკლე დროით, რათა ხელი შევუწყო ერითრიას ბრძოლას FGM-ის დასამარცხებლად. 2006 წელს გამოვაქვეყნე გერმანული სახელმძღვანელო FGM-ზე. იმავდროულად დავიწყე გერმანიაში აქტიურობა FGM-ზე ინფორმაციის გასავრცელებლად. ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად პროფესიონალურ წრეებში, უნივერსიტეტებში, ისევე, როგორც საზოგადოებაში პუბლიკაციებით, მრგვალი მაგიდებით, ლექციებით, ვორკშოფებით ვხელმძღვანელობდი და ხელს ვუწყობდი გერმანულ ქსელურ მუშაობას FGM-ის წინააღმდეგ, რასაც შემდგომში დაერქვა INTEGRA. 2011 წლიდან მე Terre des Femees-თან ერთად მოვახდინეთ გერმანული ICD კოდის იმპლემენტაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა 2014 წელს. 10 წელიწადზე მეტია ვთავაზობ საკონსულტაციო სერვისს ქალ მიგრანტებს, FGM-ით დაზიანებულებს, რათა დავეხმარო ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში. დამატებით, გადარჩენილებზე ზრუნვის მიზნით თემის წევრებთან ხდება ვორკშოფები და ოპერატიული აღდგენის თვალსაზრისით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც აახენში გვაქვს მაღალი ხარისხის ქალთა დაზიანებული სასქესო ორგანოების აღდგენის ცენტრი. მე წარმოვადგენ ძალიან აქტიური ქსელური მუშაობის ნაწილს და სულ უფრო მეტი ქალბატონი მოგვმართავს სპეციალიზებული დახმარებისთვის,მას შემდეგ რაც ამაღლდა ცნობიერება საკითხის მიმართ. ჩემი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სწავლის დასრულების შემდეგ 2 წელი ვიმუშავე ბერლინში, ძირითადად ქირურგიულ განყოფილებაში. შემდეგ გადავედი ჰერდეკეში, რათა გამეგრძელებინა გინეკოლოგიური სპეზიალიზაცია და იმავდროულად გავცნობოდი სამედიცინო მეინსტრიმის ნატუროფათულ გაფართოებას. შემდგომ ვასრულებდი სხვადასხვა მოვალეობას ჰანოვერის რეგიონში, შტუტგარდის სიახლოვეს ფილდერშტატში და 1989 წლიდან გავხდი ჰერდეკეს აკადემიური ჰოსპიტალის (ვიტენ/ჰერდეკეს უნივერსიტეტი) მეანგინეკოლოგიური განყოფილების გამგე და უნივერსიტეტის დოცენტი. 2002 წლის შემოდგომაზე დავანებე თავი ჰოსპიტალში მუშაობას და გავხსენი კერძო პრაქსისი, რასაც დღესაც ვაგრძელებ მუშაობას ლექტორის და ექსპერტი კონსულტატის საქმიანობასთან ერთად. 1985 წლიდან ვკითხულობ ღია ლექციებს და სემინარებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ჰოლანდია, სამხრეთ ამერიკა (არგენტინა, ბრაზილია, პერუ), შვეიცარია, ინგლისი, რუსეთი, საქართველო, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრია და გერმანია, როგორს სამედიცინო თემაზე, ასევე ეთიკურ და ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით. 1997 წელს ჩვენ დავიწყეთ ანთროპოსოფიული მედიცინის ყოველწლიური სემინარი, პაციენტების ამბულატორული გასინჯვა და ღია ლექციები თბილისში (საქართველო). ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოვეცი მრავალი სტატია და შევიტანე წვლილი, როგორც თანაავტორმა, წიგნების გამოცემაში.