"თერაპიის სახლის" მისია
"თერაპიის სახლის" მისიაა ჰოლისტიკური ხედვით პაციენტის ინდივიდუალური (ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი) თავისებურებების გათვალისწინება და მისი უსაფრთხო და ეფექტური ინტეგრირებული სამედიცინო მომსახურება უპირატესად ბუნებრივი საშუალებების და განსაკუთრებული თერაპიული მეთოდების გამოყენებით.
"თერაპიის სახლის" ხედვა
"თერაპიის სახლის" მიზანია გახდეს კლინიკური შედეგებით, პაციენტის გამოცდილებით, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების, მოვლის და რეაბილიტაციის უნიკალური თერაპიული მეთოდების გამოყენებით, პაციენტთა და საზოგადოები განათლებით აღიარებული, თანამედროვე მრავალპროფილური ინტეგრირებული სამედიცინო კლინიკა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ნდობას ანთროპოსოფიული მედიცინის მიმართ.
"თერაპიის სახლის" ღირებულებები
გულწრფელი თანადგომა
ჩვენი მთავარი ფასეულობაა ადამიანის გულწრფელი თანადგომა. პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი თავისებურებების გათვალისწინებით, ვეხმარებით მას დაავადების შიში დაძლევაში, ვაძლევთ მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალებას და ინდივიდუალური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენი ექიმების, თერაპევტების და მედდების თავდაუზოგავი შრომით ვუქმნით პაციენტს დაცულ, უსაფრთხო, მშვიდ, მეგობრულ და თბილ გარემოს თვითგანკურნების ძალების გასააქტიურებლად.
გუნდური მუშაობა
ჩვენთვის ფასეულია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს, თერაპევტებს, მედდებს, ფარმაცევტებს, ბოტანიკოსებს და სხვა მომსახურე პერსონალს თავისი უნარებით და ცოდნით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ინდივიდუალურ პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის განსახორციელებლად. ჩვენს გუნდს აერთიანებს საერთო ხედვები, მოტივები, რომლებიც დაფუძნებულია პაციენტის სიყვარულზე, საკუთარი საქმის მიმართ ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე.
დაცვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა
ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფრთხო მკურნალობაზე და ვიცავთ მათ პრევენციული სამკურნალო საშუალებებით და დამხმარე ტერაპიებით. ჩვენს მკურნალობაში გამოყენებული ბუნებრივი სამკურნალო მედიკამენტები ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით მზადდება და არ გააჩნია უკუჩვენება.
ხარისხის მუდმივი სრულყოფა
ჩვენი გუნდის თითოეული წევრის განვითარება, სემინარებზე და კონფერენციებზე დასწრება ევროპის მასშტაბით, პერიოდული საკვალიფიკაციო მივლინებები გერმანიის წამყვან კლინიკებში და უახლესი კლასიკური და ანთროპოსოფიული მედიცინის მიღწევების, მეცნიერული კვლევების გაცნობა საშუალებას აძლევს პაციენტს ჩაიტაროს უმაღლესი ხარისხის ევროპული დონის მკურნალობა.
განათლება
„თერაპიის სახლის“ ექიმები მუდმივად ჩართულნი არიან განათლების გავრცელების პროცესში. მკურნალობისას და საინფორმაციო სემინარებით ეხმარებიან პაციენტებს მიიღონ მათი გაჯანსაღებისთვის საჭირო ცოდნა. ასევე, „თერაპიის სახლის“ ექიმები მოწოდებულნი არიან აღზარდონ ახალგაზრდა ანთროპოსოფი თაობა, გაუზიარონ მათ მრავალწლიანი გამოცდილებით მიღბული გამოცდილება და აზიარონ ისინი ანთროპოსოფიული მიდიცინის უახლეს მიღწევებს.
პარტნიორობა
ჩვენი მკურნალობის ინტეგრირებული მეთოდი ეფუძნება პარტნიორობას. საუკეთესო სამედიცინო კლინიკური შედეგების მისაღწევად ვთანამშრომლობთ, როგორც გერმანიის წამყვანი კლინიკების, ისე საქართველოს კლასიკური სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სპეციალისტებთან. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ღირებულებებს და პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით მათ.