ლალი ანდრიაშვილი არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, ითავსებს „თერაპიის სახლის“ მენეჯერის ფუნქციას. მისი 26 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას, მათ შორის: ბავშვთა პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, საავადმყოფოში და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში. 1995 წლიდან კი იგი თავის მოღვაწეობას “თერაპიის სახლს” უკავშირებს. პარალელურად, ლალი ანდრიაშვილი 1996-2009 წლებში იყო კავშირი „ადამიანი და ბუნება“-სთან არსებული სამედიცინო სემინარის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მუშაობდა ამავე კოლეჯში პედაგოგად. მას აქვს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილებაც. 2001 წელს გერმანიის ქ. საარბრუკენის ბავშვთა და მოზრდილთა პრაქსისში მუშაობდა, როგორც მოწვეული ექიმი, ხოლო 2002-2005 წლებში, ლალი ანდრიაშვილი მოიწვიეს ქ. ბერლინის ჰაველჰოჰეს კლინიკაში ექიმი-სპეციალისტის პოზიციაზე. ქ-ნ ლალის 1981-1987 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივეერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს მან გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 1992 წელს - ახალგაზრდა მედიკოსთა კურსი ავსტრიაში, ქ. ვენაში. 1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში და ენდოკრინოლოგიის კურსი გერმანიის ქ. მანჰაიმის კლინიკაში. ლალი ანდრიაშვილმა 1996 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა თერაპიის კურსი, 2006 წელს კი - ოჯახის ექიმის სრული კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ცეტრში და მიენიჭა სერტიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება. 2002-2005 წლებში, პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტში დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე - „ბრონქული ასთმის სალუტოგენეზური ასპექტები ბავშვთა ასაკში“ და მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება. მას, ასევე, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, კერძოდ: 2007-2008 წლებში გაიარა ჯანდაცვის რესურსების მენეჯმენტის ტრენინგი OPM –Oxford Policy Management. 1993 წლიდან 2008 წლამდე ყოველწლიურად მონაწილეობდა შვეიცარიის ქ. არლესჰაიმში გოეთიანუმში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში. 2002-2008 წლებში მან გაიარა საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ქ-ნი ლალი ასევე, არის საქართველოს ანთროპოსოფ ექიმთა კავშირის, საქართველოს პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაციათა წევრი.
ელ-ფოსტა: lali.andriashvili@therapiehaus.ge

ექიმები
ლალი ანდრიაშვილი
ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი
თამარ ვაშაკიძე
ოჯახის ექიმი, პედიატრი
თამარ ვაშაკიძე არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, ანთროპოსოფიული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, „თერაპიის სახლის“ დირექტორატის წევრი. მისი 28 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას, მათ შორის: ბავშვთა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში, როგორც თერაპიულ, ისე ნევროლოგიურ განყოფილებაში, ულტრაბგერითი გამოკვლევების ცენტრსა და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში. 1991 წლიდან კი იგი თავის მოღვაწეობას “თერაპიის სახლს” უკავშირებს. 1995 წლიდან დღემდე კავშირი „ადამიანი და ბუნებას“ ბაზაზე არსებული სამედიცინო კოლეჯის პედაგოგია, ასევე აქტიურად მონაწილეობს უცხოენოვანი სემინარების და გრმანული სამედიცინო ლიტერატურის ქართულად თარგმნაში. 1999 წლიდან კი ქ-ნი თამრიკო „ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ექიმთა კვაშირის“ გამგეობის წევრია. 2005 წლიდან კი კოალიციის „შინ მოვლა საქართველოში“ წევრია. გერმანიაში ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში 1993-1995 წლებში მუშაობდა, როგორც სტუმარი-ექიმი. ქ-ნ თამრიკოს 1981-1987 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს მან გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. ხოლო 1994 წელს - შვეიცარიის ქალაქ არლესჰაიმში „ლუკას კლინიკაში“ გაიარა თეორიულ-პრაქტიკული დახელოვნების სემინარი ანთროპოსოფიულ მედიცინაში. 1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში. 1999 წელს გაიარა თერაპიის კურსი დიპლომის შემდგომი განათლების სახემწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე და დამატებით მიიღო თერაპევტის წოდება. თამარ ვაშაკიძემ 2006 წელს დაამთავრა ოჯახის ექიმის რეზიდენტურის კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ცეტრში და მიენიჭა სერტიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება. 1991-1996 წლებში შვეიცარიაში ქ. დორნახში და ავსტრიის ქალაქ ვენაში მონაწილეობდა ახალგაზრდა მედიკოსთა კონფერენციებში. 1991-2001 წლებში კი მონაწილეობა მიიღო ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ანთროპოსოფ ექიმთა ინტერნაციონალური კავშირის შეკრებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოდან დელეგატის სტატუსით. შვეიცარიაში, ქ. დორნახში 2004-2012 წლებში ყოველწლიურად მონაწილეობდა ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ასევე, ანთროპოსოფ ექიმთა ინტერნაციონალურ შეკრებებზე საქართველოს წარმომადგენელი დელეგატის სტატუსით. ქ-ნი თამრიკო ასევე, არის საქართველოს ანთროპოსოფ ექიმთა კავშირის, საქართველოს პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაციათა წევრი.
ელ-ფოსტა: Tamar.Vashakidze@TherapieHaus.ge
ლალი ზაუტაშვილი
ფიზიოთერაპევტი, ლიმფოლოგი
განათლება:
1976 – 1981 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი;
1987 – 1991 წწ. თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა;
1994 - 1997 წწ. ვილფრიდე ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, ექთნის საქმე (საქართველო, გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით);
1995 – 1997 წწ. მარგარიტა ჰაუშკას სახ. რიტმული მასაჟის სკოლა (გერმანია);
2001 წ. ლიმფოლოგიისა და ლიმფის მანუალური დრენაჟის სრული კურსი (მოსკოვი, გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით);
2001 – 2009 წწ. მრავალი ხანმოკლე კურსი: შინმოვლის მსოფლიო მოდელები, რეაბილიტაცია ჰემიპლეგიის დროს, ბობათის კონცეპცია რეაბილიტაციაში და სხვა,მენეჯმენტში, ფინანსურ მენეჯმენტში და დაწესებულების მართვაში, პროექტის წერა, პროექტის მართვაში, ტრენერების აღზრდაში.
სამუშაო გამოცდილება:
1980 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. ნ.კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილება (ლაბორანტი);
1987 წ. თ ს უ ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბოტანიკის კათედრა (უფრ. ლაბორანტი, პროფ. ასისტენტი);
1990 – 1992 ნ.კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია (ლაბორანტი);
1991 წლიდან დღემდე კავშირთან ,,ადამიანი და ბუნება“ არსებულ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში „თერაპიის სახლი“ სხვადასხვა თანამდებობაზე;
1995 წლიდან დღემდე კავშირის „ადამიანი და ბუნება“ გამგეობის წევრი (ხელმომწერზე პასუხისმგებელი);
1997 წლიდან დღემდე კავშირთან ,,ადამიანი და ბუნება“ არსებული ,,შინმოვლის სამსახურის“ ხელმძღვანელი;
1998 წლიდან დღემდე აიპ – ,,ადამიანი და ბუნება“ – საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, კოლეჯის პედაგოგი შემდეგ დისციპლინებში – რიტმული მასაჟი, რიტმული შეზელვა, ბიოლოგია, ადამიანთმცოდნეობა.
1999 წლიდან დღემდე ანთროპოსოფიული მედიცინის სემინარის დოცენტი, დისციპლინა – გარეგანი ზემოქმედების საშუალებები ანთროფოსოფიულ მედიცინაში;
1998 – 2000 წწ. ევროკავშირის Tasis Lien პროექტის ხელმძღვანელი;
2000 – 2001 წწ. Soft Ware AG პროექტის ხელმძღვანელი;
2001 – 2008 წწ. Cordaid პროექტების ხელმძღვანელი;
2009 წ. შინმოვლის კოალიციის თანამშრომელი – მიმართულების კოორდინატორის და შინმოვლის ექსპერტის სტატუსით;
2011 –2013 წწ. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული პროფესიულ სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფის წევრი;
2012–2013 წწ. საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი;
2013 წლიდან რიტმული მასაჟის მასწავლებელთა საერთაშორისო გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი.
კვალიფიკაციები:
01.05.94 – 30.08.94. ქ. ჰერდეკეს (გერმანია) საზოგადოებრივ საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაში დასავლეთ ევროპული მოვლის სტანდარტების გასაცნობი პრაქტიკა – ავადმყოფის მოვლა, რიტმული მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, სამკურნალო აბაზანები და ერგოთეაპია;
1995 – 2001 წწ. ყოველწლიური მონაწილეობა გოეთეანუმში მსოფლიო სამედიცინო კონფერენციაში, მოვლის ფორუმის წევრი და სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას მიძღვნილი რეგულარული სემინარის მონაწილე;
2003 წ. (ორი თვე) ფიზიოთერაპევტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მივლინება გერმანიაში: პრაქტიკული მუშაობა 5 კლინიკაში (ჰერდეკეს საზოგადოებრივ კლინიკაში, ფილდერშტადტის (შტუტგარდი) ფილდერკლინიკაში, უნტერლენგენჰადტის პარაცელსუსის კლინიკაში, რეკლინჰაუზენის სარეაბილიტაციო კლინიკაში, ოშელბრონის კლინიკაში.
2003 წ. მონაწილეობა ფიზიოთერაპევტთა მსოფლიო ყრილობაზე დორნახში (შვეიცარია);
1999 – 2008 წწ. შინმოვლასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფორუმები: ბუდაპეშტში (ღია საზოგადოება), ბრატისლავაში (კორდაიდი), ბუქარესტში (კორდაიდი), სოფიაში (კარიტასი), კიშინიოვსა და ლვოვში (ასევე კორდაიდის ხელშეწყობით). 2007 წელს ჰააგაში ევროპარლამენტში ევროკავშირის ქვეყნების შინმოვლის სიმპოზიუმი;
2013 წელს მონაწილეობა ფიზიოთერაპევტთა მე–9 საერთაშორისო კონფერენციში (შვეიცარია);
2013 წელს მონაწილეობა რიტმული მასაჟის სემინარში (მიოშბერგი, შვეიცარია).
ელ-ფოსტა: lali.zautashvili@therapiehaus.ge
ლია ბუღაძე
ექიმი
ლია ბუღაძე დაიბადა თბილისში, ექიმების ოჯახში. შესაბამისად, მისთვის ბავშვობიდან ცნობილი იყო ის გარემო, სადაც ექიმებს უწევთ მუშაობა და უნდოდა ექიმი გამხდარიყო. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, აცნობიერებდნენ და კარგად იცოდნენ რა ექიმის პროფესიის სირთულეები. მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება და თბილისის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიულ ფაკულტეტეზე, 1986 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. 1986/87 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა მე-3 კლინიკურ საავადმყოფოში ინტერნად. სტუდენტობისა და ინტერნატურის პერიოდში ჩატარებული აქვს კვლევები: ,,ბავშვთა კონსტიტუციური ტიპების დადგენა გოეთეს ფერთა თეორიის მიხედვით“ და ,,ბავშვთა სხვადასხვა პათოლოგიის დროს კონსტიტუციური ტიპების თავისებურებები. 1987/91 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად და მცხეთის საშუალო სკოლების ექიმად. 1992 წლიდან მუშაობდა შპს ,,თერაპიის სახლში“ პედიატრად და თერაპევტად. 1993/94 წლებში მუშაობდა ნორვეგიელ ექიმ ეგილ თინესთან, ექიმის თანაშემწედ და თარჯიმნად. 1994 წელს მონაწილეობა მიიღო ვალდორფის სკოლის დაარსებაში. 2004 წლამდე იყო სკოლის ექიმი. ამ წლებში სისტემატურად ატარებდა ლექცია-საუბრებს პედაგოგებთან და მშობლებთან ბავშვთა ფიზიოლოგიასა და პათოლოგიის შესახებ. 1996 წელს მუშაობდა გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს საზოგადოებრივ საავადმყოფო ბავშვთა განყოფილებაში ექიმი-სტუმრის სტატუსით, პროფესორ ქრისტოფ თაუთცის ხელმძღვანელობით. 2003 წლის მაისში საქართველოს ექიმთა კონგრესის ფარგლებში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი - ფიტოადაპტოგენების გამოყენების პრინციპები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები. 2003 წლის ოქტომბერში მომზადდა პედიატრიისა და ნეონატალოგიის კათედრაზე პროგრამით ,,ანემიები ბავშვთა ასაკში“. 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომზადდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით: ,,შემართებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების თანამედროვე ასპექტები“. 2002 წლიდან 2006წლის ივლისამდე შეისწავლა პროფესიის თანმხლებად სამკურნალო ევრითმია და შეიძინა დიაგნოზის შესაბამისად სამკურნალო ევრითმიის დანიშვნისა და თავად წარმართვის უნარი და უფლება. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო სამედიცინო კოლეჯის ა(ა)იპ ,,ადამიანი და ბუნებას“ დაარსებაში და ამჟამად, არის ამ კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, პედაგოგი. 2012 წლიდა 2014 წლამდე ტელევიაზიაში ,,ობიექტივი“ მიჰყავდა საავტორო გადაცემა ,,ბავშვთა განვითარება და უფროსების როლი ამ განვითარებაში“. 2013 წლიდან არის რუსთავი 2-ის გადაცემა ,,სხვა შუადღის“ სტუმარი-კონსულტანტი ბავშვთა საკითხების შესახებ. სისტემატურად იღებს მონაწილეობას სამედიცინო კონფერენციებში შვეიცარიასა და გერმანიაში. ატარებს ლექციებს ბავშვის განვითარებასა და თავისებურებების შესახებ თერაპიის სახლში, ვალდორფის სკოლა-ბაღში, სოციალ-თერაპიის სახლში, წმინდა მიქაელის სახელობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში. სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს კავშირის ,,ადამიანი და ბუნება“ სამედიცინო გამოცემაში.
ელ-ფოსტა: lia.bugadze@therapiehaus.ge
ნინო ვაშაკიძე
ფსიქოლოგი, მკურნალი ევრითმისტი
განათლება:
1978-1983 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის განხრით; 1983-1985 წწ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი; 1985 წ. პათოფსიქოლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის შემსწავლელი კურსი; 1990-1994 წწ. ჰამბურგის (გერმანია) ევრითმიის აკადემია; 1992 წლიდან საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოების ცალკეული წევრი გოეთიანუმში (დორნახი/შვეიცარია); 2001-2005 წწ. თვალების სამკურნალო ევრითმიის შემსწავლელი კურსი (დორნახი/შვეიცარია); 2003 წ. ფილდერშტატის (გერმანია) საექიმო სემინარი.
სამუშაო გამოცდილება:
1983 წ. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1984 წ. მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1990 წწ. ა/კ რკინიგზის საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ნეიროფსიქოლოგი; 1995-1997 წწ. ოშელბრონის (გერმანია) ონკოლოგიური კლინიკის, ჰამბურგ-რისენის (გერმანია) კლინიკის, ბუხენბახის ფსიქიატრიული, ჰერდეკეს (გერმანია), და არლესჰაიმის (შვეიცარია) კლინიკებში მკურნალი ევრითმისტი; 1997 წლიდან დღემდე მკურნალი ევრითმისტი „თერაპიის სახლში“, ვალდორფის სკოლაში, „სოციალური თერაპიის სახლში“, მოგვიანებით (2001 წლიდან) თემ - „ქედელში“; ამავე წლიდან საქართველოში ანთროპოსოფიული მედიცინის განვითარების ხელშემწყობი კავშირის „ადამიანი და ბუნება“ გამგეობის წევრი და საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობაზე პასუხისმგებელი; 1999 წლიდან დღემდე ანთროპოსოფიული მედიცინის სემინარის დოცენტი ევრითმიასა და სამკურნალო ევრითმიაში; 2001 წლიდან სოციალურად უმწეოთა დახმარების კავშირისა და კავშირის „ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვა რომ საჭიროებენ“ გამგეობის წევრი; 2002 წლიდან ექიმთათვის სამკურნალო ევრითმიის შემსწავლელი კურსის ინიციატორი და ხელმძღვანელი; ამავე წლიდან საქართველოში ანთროპოსოფიული საზოგადოების გამგეობის წევრი და სულისმეცნიერების უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2003 წლიდან ევროპის მკურნალ ევრითმისტთა პროფესიული კავშირის წევრი და მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო ფორუმში საქართველოს წარმომადგენელი.
კვალიფიკაციები:
1995 წლიდან დღემდე ყოველწლიური მონაწილეობა გოეთეანუმში (დორნახი/შვეიცარია) მსოფლიო საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში და ასევე საქართველოში ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში; 1996 წლიდან საკვალიფიკაციო მივლინებები გერმანიის, შეიცარიის და შვედეთის ანთროპოსოფიულ კლინიკებში; 2003 წლიდან მონაწილეობა მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო ფორუმის და პროფესიული კავშირის კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში (გერმანიასა და შვეიცარიაში); 2008 წელს მონაწილეობა მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო კონფერენციაში.
ელ-ფოსტა: nino.vashakidze@therapiehaus.ge
ხათუნა ბურდული
გინეკოლოგი
ხათუნა დაიბადა 1963 წლის 28 სექტემბერს, ქ. თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო სკოლა. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. აქვს 35 წლის სამედიცინო სტაჟი, აქედან 27 წელი ექიმი-გინელოგოს სპეციალობით. აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი მეან-გინეკოლგის და პერინატალურ მედიცინაში, ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მართვაში. გავლილი აქვს ხანგრძლივი კვალიფიკაციები და ტრენინგები ძირითად და მოსაზღვრე სპეციალობებში. ხშირად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში. არის ანთროპოსოფიული მედიცინის სემინარების მონაწილე.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
ანანო გაგუა
ფარმაცევტი
განათლება:
2002-2007 - თბლისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ბიოფარმაცია-ფარმაკოლოგია“ ბაკალავრის ხარისხი. 2008-2010 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „საწარმოო ფარმაცია“ მაგისტრის ხარისხი. კვალიფიკაცია:
2010-2013 - „ანტროფოსოფიული მედიცინის სემინარი“. 2015-2016 გერმანია, ფარმაცევტული კომპანიები: „ვალა“, „ველედა“, „აბნობა“ - Basiskurs Antrophosophische Arzneimittel (საბაზისო კურსი ანტროფოსოფიულ ფარმაციაში). 2015 გერმანია, ფარმაცევტული კომპანია „ველედა“ - Grundlagen der Antrophosophisch orientierten Pharmacie mit Prktika ( პრაკტიკა ანტროფოსოფიულ ფარმაციაში). 2015 წლიდან GAPID (ანტროფოსოფ ფარმაცევტთა ორგანიზაცია)-ის წევრი.
სამუშაო გამოცდილება: 2007 წლიდან დღემდე შ.პ.ს „თერაპიის სახლის“ ავტორიზებულ აფთიაქში ფარმაცევტ-ტექნოლოგი.
ელ-ფოსტა: apotheke@therapiehaus.ge
ეთერ ბერიანიძე
ხელოვნებით თერაპევტი
პროფესიული გამოცდილება:
1974 - მხატვარი შემსრულებელი- ქ.თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი; 1976 - ძიძა - მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა რესპუბლიკური საბავშვო ბაღი; 1978-1981 - ლაბორანტი - ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი; 1982 -1985 - მხატვარ-შემსრულებელი თბილისის სამხატვრო კომბინატში; 1985 - მხატვარი დეკორატორი - მინი ფეხბურთის კლუბი „მრეტები“; 1998 - მხატვარი - ხის სათამაშოების სახელოსნო; 2001-2016 - სახვითი ხელოვნების „მასწავლებელი“ — ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო; 2002- 2016 - ხელოვნებით თერაპევტი - „ადამიანი და ბუნება“ საზოგადოებასთან არსებული თერაპიის სახლი.
განათლება:
1973 - თბილისის 85-ე საშ. სკოლა; 1973 - თბილისის სამკერვალო სასწავლებელი; 1988 - საქართველოს ბუნების დაცვის რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტის მეყვავილეობისა და მწვანე მშენებლობის ფაკულტეტი; 1993-1998 - ქ. თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი ანტროპოსოფიულად ორიენტირებული სახვითი ხელოვნების / ხატვა, ფერწერა, გობელენი, ქანდაკება / სპეციალობით; 1997 - წმ. მიქაელის სახელობის სკოლასთან არსებული სამკურნალო პედაგოგიკის კურსი; 1998 - 2002 - „ადამიანი და ბუნება“ საზოგადოების თერაპიის სახლი - ხელოვნებით თერაპიის ოთხწლიანი კურსი; 2002 - თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაციის ცენტრი - პრაქტიკის ოთხთვიანი კურსი.
სერტიფიკატები:
სერტიფიკატი, საქართველოს ხელოვნებით - თერაპიის კავშირი
თემა: ადამიანთმცოდნეობა (ანტროპოლოგია) ხელოვნებაში
ხელმძღვანელი: პროფ. ფრიც მარბურგი (გერმანია)
სისტემატურად მონაწილეობს გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ სემინარებში.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
ბექა ჯოხაძე
რეაბილიტოლოგი
განათლება:
2005-2009 - საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია; სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რაბილიტაციის ფაკულტეტი; სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ხარისხი.
ტრენინგები:
01.07.2010-31.08.2010; 16.02.2009-24.02.2009 და 12.03.2009-18.03.2009 - ჰერდეკეს (Gemeinschaftskrankenhaus) კლინიკაში (გერმანია), ნევროლოგიის და ფიზიოთერაპიის განყოფილებაში პრაქტიკა. 09.12.2008-16.01.2009 - ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრი; კურსი „ფიზიკური თერაპია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა“; (სერთიფიკატი). 19.03.2009, 20.03.2009 და 23.03.2009 – Praxis fur Physiotherapie Dorothee Finkensiep (ვიტენი, გერმანია); (პრაქტიკა). 02.03.2009-11.03.2009 - Praxis fur Physiotherapie Ute Repschlager (ვიტენი, გერმანია); (პრაქტიკა). 11.06.2009-16.06.2009 – Genesis in Orthabatumi; Seminar Bobath Concept; (ორთაბათუმი, საქართველო); (სერთიფიკატი). 17.09.2005-22.09.2005 - კავშირთან „ადამიანი და ბუნება“ არსებული ვილფრიდე ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი; კურსი „რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანებისა და ჰემიპლეგიის შემთხვევაში“; (მოწმობა).
სამუშაო გამოცდილება:
2009 წ.-დან - შპს „თერაპიის სახლი“; ფიზიოთერაპევტი.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
მერი ვაშაკიძე
შინმოვლის კოორდინატორი
სამუშაო გამოცდილება:
1974 – 1997წწ. - გეოფიზიკური ექსპედიცია, ინჟინერ გეოფიზიკოსი
2001 წ.– დღემდე; კავშირთან ,,ადამიანი და ბუნება“ არსებული ,,შინმოვლის სამსახურის კოორდინატორი
2002 წ-დან დღემდე - ,,თერაპიის სახლის“ უფროსი ექთანი,
2004 წ-დან დღემდე - საექთნო კოლეჯის პრაქტიკული კურსის პეგაგოგი. გადასამზადებელი კურსის ტრენერი,
2009-2010 წწ. - პროექტის ,,შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“ კოორდინატორი
2010-2015 წ. - პროექტის ,,შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება საქართველოში“, სერვისის მენეჯერი
2013 წლიდან დღემდე - „საქართველოს უნივერსიტეტში“ საექთნო საბკალავრო ფაკულტეტზე მენტორი - ავადმყოფის მოვლის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში
2016 წ. - განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი - პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დარგის ფასილიტატორი.
განათლება:
1974 – 1980 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტრეტის გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტი
1998 – 2001 წწ. - ვ. ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, ექთნის საქმე კვალიფიკაციები
2004წ - გერმანია. ქ. ჰერდეკე, Gemeinnütziger Verain für Sozialeinrichtugen Herdeke e.V სტაჟირება შინმოვლის სამსახურში, ავადმყოფის მოვლა
2004 წ. - გერმანია. Qქ. Hერდეკე, საზოგადოებრივი საავადმყოფოში(Gemeinschaftskrankenhaus Herdeke)- სტაჟირება ზურგისტვინის დაზიანებულთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში, ექთნის საქმე
2007 წ. - გერმანია. Qქ. Hერდეკე, საზოგადოებრივი საავადმყოფოში Gemeinschaftskrankenhaus Herdeke სტაჟირება ნევროლოგიურ და ადრეული რეაბილიტაციის განყოფილებაში მოვლის სფეროში, სამკურნალო, ვარჯიშში და ერგოთერაპიაში
2007 წ. - გერმანია. Qქ. Hჰერდეკე Dörthe –Krause-Institut სასწავლო კურსი-სტაჟირება: სასწავლო გეგმის ასპექტები და სწავლების ორგანოზაცია, სასწავლო ინსტიტუტის სტრუქტურა და ორგანიზაცია.
ტრენინგები, სერთიფიკატები:
2013 წ. -ß ჯანდაცვის სამინისტროში გადაეცა მადლობის სიგელი, საქართველოს ექთანთა ასოციაციისაგან, ,,საქართველოში საექთნო პროფესიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის“
2014წ. - ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი. ხარისხის მართვა
2006წ. - ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი. Gგენდერიული მიდგომის
2006წ. - ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი. ტრენერების ტრენინგი
2006წ. - Grundkurs Zertifikat კინესთეტიკა ავადმყოფის მოვლაში, საბაზისო კურსი
2005წ. - რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანებისა და ჰემიპლეგიის შემთხვევაში (გერმანელი რეაბილიტოლოგების მიერ)
2003წ. - საექთნო გადამზადების კურსი ავადმყოფის მოვლაში
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
ეკატერინე სოლოღაშვილი
ექიმი-ლაბორანტი
განათლება:
1990-1996 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ბიოქიმიკოსი 1998 წ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემია - კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
ექიმი სპეციალისტის კვალიფიკაცია 2002 წ. ექიმთა სახელმწიფო გამოცდა სპეციალობა - ლაბორატრიული მედიცინა 2005-2007 წწ. საერო არასახელმწიფო ინსტიტუტი, სპეციალობა - ფარმაცევტი.
სამუშაო გამოცდილება:
1996-2008 წწ. შპს „მე-5 ბავშვთა პოლიკლინიკა“ - ექიმი ბიოქიმიკოსი.
2006-2007 ფარმაცევტი აფთიაქში.
2008 წ-დან დღემდე შპს „თერაპიის სახლი“ ექიმი-ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
დოდო ვაშაკიძე
ფარმაცევტი
განათლება:
1970-1980 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ფარმაცევტული ფაკულტეტი.
კვალიფიკაცია:
1987 - ფარმაცევტ ანალიტიკოსი. 1997-2000 ანტროფოსოფიული მედიცინის სემინარი, შ.პ.ს. „თერაპიის სახლში“. 2001 წელი - ფარმაცევტ ორგანიზატორის კვალიფიკაციის კურსები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
სამუშაო გამოცდილება:
1987-1997 - ქ.თბილისის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს აფთიაქი ფარმაცევტ-ანალიტიკოსი. 1997 წლიდან დღემდე - თერაპიის სახლის ავტორიზებული აფთიაქის მენეჯერი.
ელ-ფოსტა: apotheke@therapiehaus.ge
მაია ბერუაშვილი
ფიზიოთერაპევტი
მაიამ 2000 წელს დაამთავრა მე-3 სამედიცინო სასწავლებელი ფარმაციის განხრით. 2001-2004 წწ. სწავლობდა კავშირის „ადამიანი და ბუნება“ ბაზაზე არსებული სამედიცინო კოლეჯში - მედდის საქმის სპეციალობით და დამთვრებისთანავე დაიწყო მუშაობა შპს „თერაპიის სახლში“ მედდის თანამდებობაზე. 2005 წელს მაიამ გაიარა კურსი თემაზე: რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანების და ჰემიპლეგიის შემთხვევაში.
2005-2006 წწ. ქ. მოსკოვში გაიარა რიტმული მასაჟის კურსი, ხოლო 2006 წელს კინესთეტიკის კურსი. 2014-2015 წლებში წარმატებით დაამთავრა მასაჟის ორწლიანი კურსი და აიღო მასაჟისტის მე-4 საფეხურის დიპლომი.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
თამარ კანთელაძე
რეაბილიტოლოგი, მასაჟისტი
სამუშაო გამოცდილება:
2001 წლიდან დღემდე - ა(ა)იპ -,,ადამიანი და ბუნებასთან არსებული ,,შინმოვლის სამსახურის“ ექთანი-რეაბილიტოლოგი, საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, გადასამზადებელი კურსის ტრენერი.
განათლება:
1998-2001 წწ. - ვ. ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, ექთნის საქმე,
2004-2006 წწ. - რიტმული მასაჟის კურსი. ქ. მოსკოვი.
კვალიფიკაციები:
2009 წელი გერმანია. ქ. ჰერდეკე, სტაჟირება - GemeinSchaftskrankenhaus Herdeke - ზურგის ტვინის დაზიანებულთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში.
ტრენინგები და სერთიფიკატები:
14.07.2003 – 01.08.2003 - საექთნო გადამზადების კურსი ავადმყოფის მოვლაში;
17.09.2005 – 22.09.2005 - რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანებისა და ჰემიპლეგიის შემთხვევაში;
07.06.2006 წ. კინესთეტიკა ავადმყოფის მოვლაში. საბაზისო კურსი;
13.12.2006 – 15.12.2006 - ტრენერების ტრენინგი-ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი.
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
ნინო მეშვილდიშვილი
რეაბილიტოლოგი, მასაჟისტი
სამუშაო გამოცდილება:
2001 წლიდან დღემდე - ა(ა)იპ -,,ადამიანი და ბუნებასთან არსებული ,,შინმოვლის სამსახურის“ ექთანი-რეაბილიტოლოგი,
2004 წლიდან დღემდე - საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, გადასამზადებელი კურსის ტრენერი.
განათლება:
1979-1983 წწ. - პოლოტექნიკური ინსტიტუტი; ორგანული სინთეზის ტექნოლოგიების სპეციალობით;
1998-2001 წწ. - ვ. ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, ექთნის საქმე
2004-2006 წწ. - რიტმული მასაჟის კურსი. ქ. მოსკოვი.
კვალიფიკაციები:
2007 წელი - გერმანია. ქ. ჰერდეკე ,სტაჟირება - Gemeinnütziger Verain für Sozialenrichtugen Herdeke e.V - შინმოვლის სამსახურის ექთნის პოზიციაზე; გერმანია. ქ. ჰერდეკე, სტაჟირება - GemeinSchaftskrankenhaus Herdeke - ზურგის ტვინის დაზიანებულთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში გერმანია. ქ. ჰერდეკე, სასწავლო კურსი-სტაჟირება - Dörthe – Krause- Institut - სასწავლო გეგმის ასპექტები და სწავლების ორგანიზაცია, სასწავლო ინსტიტუტის სტრუქტურა და ორგანიზაცია.
ტრენინგები და სერთიფიკატები:
14.07.2003 – 01.08.2003 - საექთნო გადამზადების კურსი ავადმყოფის მოვლაში
17.09.2005 – 22.09.2005 - რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანებისა და ჰემიპლეგიის შემთხვევაში;
13.12.2006 – 15.12.2006 - ტრენერების ტრენინგი-ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge
მანანა ბიძინაშვილი
საქმეთა მმართველი
განათლება, კვალიფიკაციები:
1976 წ. - თბილისის 99-ე საშ. სკოლა
1976-1977 წწ. - თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა
1977-1980 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტი
1977-1983 წწ. -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი
1984-1995 წწ. - გეოლოგიური სამმართველოს ცენტრალური ლაბორატორია
1999 წლიდან დღემდე - შპს „თერაპიის სახლი“ და აიპ „ადამიანი და ბუნება“
ელ-ფოსტა: info@therapiehaus.ge