პროფესიული გამოცდილება:
1974 - მხატვარი შემსრულებელი- ქ.თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი; 1976 - ძიძა - მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა რესპუბლიკური საბავშვო ბაღი; 1978-1981 - ლაბორანტი - ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი; 1982 -1985 - მხატვარ-შემსრულებელი თბილისის სამხატვრო კომბინატში; 1985 - მხატვარი დეკორატორი - მინი ფეხბურთის კლუბი „მრეტები“; 1998 - მხატვარი - ხის სათამაშოების სახელოსნო; 2001-2016 - სახვითი ხელოვნების „მასწავლებელი“ — ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო; 2002- 2016 - ხელოვნებით თერაპევტი - „ადამიანი და ბუნება“ საზოგადოებასთან არსებული თერაპიის სახლი.
განათლება:
1973 - თბილისის 85-ე საშ. სკოლა; 1973 - თბილისის სამკერვალო სასწავლებელი; 1988 - საქართველოს ბუნების დაცვის რესპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტის მეყვავილეობისა და მწვანე მშენებლობის ფაკულტეტი; 1993-1998 - ქ. თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი ანტროპოსოფიულად ორიენტირებული სახვითი ხელოვნების / ხატვა, ფერწერა, გობელენი, ქანდაკება / სპეციალობით; 1997 - წმ. მიქაელის სახელობის სკოლასთან არსებული სამკურნალო პედაგოგიკის კურსი; 1998 - 2002 - „ადამიანი და ბუნება“ საზოგადოების თერაპიის სახლი - ხელოვნებით თერაპიის ოთხწლიანი კურსი; 2002 - თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაციის ცენტრი - პრაქტიკის ოთხთვიანი კურსი.
სერტიფიკატები:
სერტიფიკატი, საქართველოს ხელოვნებით - თერაპიის კავშირი
თემა: ადამიანთმცოდნეობა (ანტროპოლოგია) ხელოვნებაში
ხელმძღვანელი: პროფ. ფრიც მარბურგი (გერმანია)
სისტემატურად მონაწილეობს გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ სემინარებში.
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
