მაიამ 2000 წელს დაამთავრა მე-3 სამედიცინო სასწავლებელი ფარმაციის განხრით. 2001-2004 წწ. სწავლობდა კავშირის „ადამიანი და ბუნება“ ბაზაზე არსებული სამედიცინო კოლეჯში - მედდის საქმის სპეციალობით და დამთვრებისთანავე დაიწყო მუშაობა შპს „თერაპიის სახლში“ მედდის თანამდებობაზე. 2005 წელს მაიამ გაიარა კურსი თემაზე: რეაბილიტაციის დამხმარე ღონისძიებები ზურგის ტვინის დაზიანების და ჰემიპლეგიის შემთხვევაში.
2005-2006 წწ. ქ. მოსკოვში გაიარა რიტმული მასაჟის კურსი, ხოლო 2006 წელს კინესთეტიკის კურსი. 2014-2015 წლებში წარმატებით დაამთავრა მასაჟის ორწლიანი კურსი და აიღო მასაჟისტის მე-4 საფეხურის დიპლომი.
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.