ნევროლოგი, მედიცინის მაგისტრი
- ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua) სერთიფიცირებული სპეციალისტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცის ფაკულტეტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის მიწვეული ლექტორი.
- ექიმის კლინიკური პრაქტიკის ფორმატი - პაციენეტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება, გამყარებული შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატებით. ცხოვრების ჯანსაღი წესის მაღალი კომპეტენცია და ადვოკატირება.
- ექიმის კლინიკური პრაქტიკის მრწამსი - პაციენტი სამკურნალო გუნდის თანაბარუფლებიანი წევრია და ყველაზე საუკეთესო შედეგების მიღწევა ექიმ-პაციენტის თანამშრომლობით ხდება. სამედიცინო კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის მედიცინის ქვაკუთხედს წარმოადგენს და მკურნალობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
კლინიკური მუშაობის გამოცდილება
- პროფესიული საქმიანობა დაიწყო ფსიქონევროლოგად ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, სადაც ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალი ექიმი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
- პროფესიული კარიერის გზაზე მუშაობდა მოსკოვში, ავსტრიასა და გერმანიაში.