ნევროლოგია
21-ე საუკუნეში პაციენტები უფრო მეტად არიან ჩართულნი საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლზე, მეტ პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, მოითხოვენ ინდივიდუალურად მორგებულ, პერსონალიზებულ სამედიცინო სერვისებს. პაციენტებსა და ჯანმრთელობის მაძიებლებს აღარ სურთ გაუცნობიერებლად გაყვნენ ექიმის რჩევას. მათ სურთ, რომ მკურნალობის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ვიდრე ამას თანამედროვე მედიცინა თავაზობს. პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის გეგმა მეტ შესაბამისობაში იყოს მათი ცხოვრების კონტექსტთან. ასეთ შემთხვევაში პაციენტები უფრო მონდომებული არიან გაყვნენ მკურნალობას და როგორც წესი, უკეთეს შედეგსაც ღებულობენ.
თერაპიის სახლი ინტეგრაციული მედიცინის მიმდევარია, რაც თანამედროვე და ტრადიციული მედიცინის წამლისმიერ და არაწამლისმიერ სამკურნალო მიდგომებს აერთიანებს. ეს პაციენტებსა და ჯანმრთელობის მაძიებლებს არჩევანის ფართო შესაძლებლობას აძლევს მკურნალობის დაგეგმვისას. თუ თანამედროვე მედიცინა უფრო მეტად სიმპტომების აღმოფხრაზე და მოკლევადიან, სწრაფ შედეგზეა ფოკუსირებული, ტრადიციული მედიცინა უფრო გრძელვადიანი, ზოგად გამაჯანსაღებელი მიდგომების მიმდევარია და ფოკუსირებულია ადამიანის თვითგანკურნების ბუნებრივი რესურსების გააქტიურებაზე, დაავადების გამომწვევი მიზეზის გამოშკარავებაზე, არაწამლისმიერი მიდგომების ფართოდ გამოყენებაზე, გონებასა და სხეულს, ადამიანსა და გარემოს შორის ბალანსის აღდგენაზე, რომელიც ზიანდება დაავადების განვითარების დროს და მისი აღდგენა უმნიშვნელოვანესია როგორც განკურნების, ასევე დაავადებების აცილების (პრევენციის) თვალსაზრისით. ასეთი მიდგომა მყარი და გრძელვადიანი შედეგის მომტანია.
ექიმის კლინიკური პრაქტიკის ფორმატი - პაციენტზე მორგებული სამედიცინო პრაქტიკაა, გამყარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და პაციენტზე მორგებული მედიცინის საერთაშორისო სერტიფიკატებით.
ექიმის კლინიკური პრაქტიკის მრწამსი - პაციენტი სამკურნალო გუნდის თანაბარუფლებიანი წევრია და ყველაზე საუკეთესო შედეგების მიღწევა ექიმ-პაციენტის თანამშრომლობით ხდება. სამედიცინო კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის მედიცინის ქვაკუთხედს წარმოადგენს და მკურნალობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
- ნევროტული მდგომარეობები
- სტრესით გამოწვეული ფუნქციური აშლილობები
- თავის, ზურგის, კუნთების ტკივილი
- გულმავიწყობა და კოგნიტიური დარღვევები
- ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები (პარკინსონი, ალცჰაიმერი)
- პრევენციული ნევროლოგია - ჯანსაღი ხანდაზმულობა - როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი სიცხადე და ცხოვრების მაღალი ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად
- გონება-სხეულის მედიცინა