მენტალური კეთილდღეობის პროგრამა
პროგრამა, რომელსაც თქვენ ახლა ეცნობით, განკუთვნილია დემენციის მქონე პაციენტის ოჯახის წევრებისთვის, რომელთა მიზანია უკეთესად გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევას - პაციენტის მოვლა/მზრუნველობას და ამავდროულად თავად შეინარჩუნონ თავის ტვინის ჯანმრთელობა და დამოუკიდებელი ცხოვრება ღრმა სიბერემდე. ცნობილია, რომ დემენციის მქონე პაციენტის მზრუნველებს აქვთ დემენციის განვითარების მომატებული რისკი მოსახლეობის ზოგად მაჩვენებელთან შედარებით.
პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრები ჰიბრიდულ რეჟიმში (როგორც ონლაინ ასევე პირისპირ თერაპიის სახლში) ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით და მათთანვე წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით, კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ. შეხვედრის ხანგრძლივობა 45 - 60 წუთია, დილის ან საღამოს საათებში, ჯგუფის წევრების სურვილის გათვალისწინებით.
ჯგუფი მუშაობას დაიწყებს 25 ნოემბერს. პირველ შეხვედრაზე შეთანხმდება ჯგუფის მუშაობის განრიგი და გაიწერება შეხვედრის თარიღები/საათები. პროგრამა გათვლილია 16 შეხვედრაზე.
ოპტიმალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად, იკრიბება ჯგუფი მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით. შესაძლებელია როგორც ცალკეულ შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე მთელი პროგრამის ერთიანად შეძენა.
გადახდის პირობები: თითო შეხვედრის ფასია 30 ლარი. წინასწარი ჩაწერა და გადახდა აუცილებელია. მთელი პროგრამის ერთიანად შეძენის შემთხვევაში ვრცელდება 25% ფასდაკლება და მსურველი გადაიხდის 360 ლარს 480 ლარის ნაცვლად.
გადახდა შესაძლებელია თერაპიის სახლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. გადარიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს პროგრამის დასახელება - “მენტალური კეთილდღეობის პროგრამა“. საბანკო ანგარიში: GE47TB0500000100467224
ჯგუფში დასარეგისტრირებლად გთხოვთ დარეკოთ თერაპიის სახლის ტელეფონზე 22 ნოემბრამდე. რეგისტრაციის და გადახდის ბოლო დღეა 22 ნოემბერი.
ტელეფონი: 995 0322 011 330
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 15:00.