მენტალური კეთილდღეობის პროგრამა
თითოეული საათი, გატარებული ამ პროგრამით, თუ აქტივობა, მითითებული ამ პროგრამაში, არის ინვესტიცია თქვენს ჯანმრთელობასა და სრულფასოვან ცხოვრებაში.
პროგრამა შექმნილია მენტალური (გონებრივი) კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და დაფუძნებულია სამეცნიერო მტკიცებულებებით გამყარებული ცხოვრების ჯანსაღი წესის სამკურნალო-პრევენციულ მიდგომებზე.
პროგრამა, რომელსაც თქვენ ახლა ეცნობით, განკუთვნილია ჯანსაღი ხანდაზმულობის მაძიებელთათვის, რომელთა მიზანია შეინარჩუნონ ჯანმრთელი თავის ტვინი და დამოუკიდებელი ცხოვრება ღრმა სიბერემდე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამა გათვლილია როგორც სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის 45 – 70 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ასევე იმ პირთათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სუსტად გამოხატული მეხსიერებისა და ხასიათობრივი ცვლილებები.
პროგრამით გათვალისწინებულია 20 შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში (როგორც ონლაინ ასევე პირისპირ თერაპიის სახლში) ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით და მათთანვე წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით, კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ. შეხვედრის ხანგრძლივობა 45 - 60 წუთია, დილის ან საღამოს საათებში, ჯგუფის წევრების სურვილის გათვალისწინებით.
ოპტიმალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად, იკრიბება ჯგუფი მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით.
ჯგუფი მუშაობას დაიწყებს 24 ნოემბერს. პირველ შეხვედრაზე შეთანხმდება ჯგუფის მუშაობის განრიგი და გაიწერება ოცივე შეხვედრის თარიღები/საათები.
გადახდის პირობები: თითო შეხვედრის ფასია 30 ლარი. წინასწარი ჩაწერა და გადახდა აუცილებელია. შესაძლებელია როგორც ცალკეულ შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე მთელი პროგრამის ერთიანად შეძენა. მთელი პროგრამის ერთიანად შეძენის შემთხვევაში ვრცელდება 25% ფასდაკლება და მსურველი გადაიხდის 450 ლარს 600 ლარის ნაცვლად.
გადახდა შესაძლებელია თერაპიის სახლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. გადარიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს პროგრამის დასახელება - “მენტალური კეთილდღეობის პროგრამა“. საბანკო ანგარიში: GE47TB0500000100467224
ჯგუფში დასარეგისტრირებლად გთხოვთ დარეკოთ თერაპიის სახლის ტელეფონზე 22 ნოემბრამდე. რეგისტრაციის და გადახდის ბოლო დღეა 22 ნოემბერი.
ტელეფონი: 995 0322 011 330
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 15:00.